ახალი კონტრაქტი მოდრიჩს – “რეალს” ლუკას შენარჩუნება სურს

Marca-ს ცნობით, “რეალი” გუნდის ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 38 წლის ვარსკვლავს მადრიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბმა” ვეტერან ხორვატს კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში შესვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ლუკას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სურს თამაში. მოდრიჩმა მიმდინარე ლა ლიგაში 23 შეხვედრაში მიიღო […]

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ რეიტინგები განაახლა

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, რეიტინგები განაახლა. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წონის მეორე ნომერია და მხოლოდ ირანელ ზარეს ჩამორჩება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წონაში მესამე ნომრადაა განთესილი – იგი ამერიკელ კაილ სნაიდერს და აზერბაიჯანელ მაგომედჰან მაგომედოვს ჩამორჩება. წონის მეოთხე ნომერია მირიან მაისურაძე (92 კგ) – ფეიზულა აკთურქის; რიზაბეკ აიტმუჰანის და ოსმან ნურმაგომედოვის […]

თელ-ავივში ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ჩვენება გაიმართა

ქ. თელ-ავივში, ენისის კულტურის ცენტრში, საქართველოსა და შვეიცარიის საელჩოებისა და იერუსალიმის კინოფესტივალის თანამშრომლობით, რეჟისიორ ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი, შაშვი, მაყვალის“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოსა და შვეიცარიის ელჩებმა მიმართეს.

მიხეილ დაუშვილი – ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რამდენი მოსამართლეცაა, ჩამოუარო და შეუმოწმო კეთილსინდისიერება – ასეთი მძიმე ჩარევებით, რა სისტემას მივიღებთ, არავინ იცის

[ვეტინგი] არასწორია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამის მთავარი ლობისტი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ “ოცნებასთან” ერთად მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ადამიანის დანიშვნას. ამის მერე, მათთან ერთად და მათ ლობირებულ რომელ პროგრამას და რომელ ე.წ რეფორმას შეიძლება მხარი დავუჭიროთ? – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა სასამართლო სისტემაში “ვეტინგის” დანერგვაზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, […]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა […]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ხიდისთავში 1700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა. „გზის რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ხიდისთავის ერთ – ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანᲨი […]

„ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას“ – სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ხუციშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საჯარო სკოლა ფეისბუკგვერდზე ავრცელებს და გარდაცვილის ოჯახს უსამძიმრებს. „ჩვენი სკოლის უნიჭიერესი და უერთგულესი პედაგოგის, ქალბატონი თამარ ხუციშვილის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლელიანის საჯარო სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ყველა თანამშრომელი, ვუერთდებით შვილებისა და ნათესავების მწუხარებას, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

РДК ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობას: დატოვეთ რეგიონი, საათ-ნახევარში ვიწყებთ დარტყმებს

რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მოსახლეობას დიდი დასახლებული პუნქტების დატოვებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვიდეომიმართვის გავრცელებიდან საათნახევარში ამ რეგიონებში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს დაიწყებენ. “გუშინ რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა, ციმბირის ბატალიონმა და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. მივმართეთ კურსკისა და ბელგოროდის მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლებას. ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან […]

“ყველა ასაკში ლამაზია” – ია ფარულავა წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ია ფარულავა სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა. ყველას კარგად ახსოვს 2013 წლის […]

სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია

„სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია. ნაცები ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი ნაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ახალ ამპლუაში წარმოუდგებიან საზოგადოებას, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება“-ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში. კაკაბაძე პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი […]