ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ რეიტინგები განაახლა

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, რეიტინგები განაახლა.
გენო პეტრიაშვილი (125 კგ) წონის მეორე ნომერია და მხოლოდ ირანელ ზარეს ჩამორჩება.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) წონაში მესამე ნომრადაა განთესილი – იგი ამერიკელ კაილ სნაიდერს და აზერბაიჯანელ მაგომედჰან მაგომედოვს ჩამორჩება.
წონის მეოთხე ნომერია მირიან მაისურაძე (92 კგ) – ფეიზულა აკთურქის; რიზაბეკ აიტმუჰანის და ოსმან ნურმაგომედოვის შემდეგ.
წონის მესამე ნომერია ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მხოლოდ აჰმედ უსმანოვს და მოჰამად ნოჰოდილარიმს ჩამორჩება. ამავე წონაში მეცხრეა ავთანდილ კენჭაძე.
წონის მესამე ნომერია შოთა ფარტენაძე (61 კგ).
სხვა წონებში ასეთი ვითარებაა (Top 20-ში მყოფი მოჭიდავეები):
57 კგ რობერტ დინგაშვილი (14);
70 კგ აკაკი ქემერტელიძე;
86 კგ ევსევ შველიძე (19).

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო