ავსტრიამ კიდევ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ამ პირთა ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატის სტატუსთან. ეს ფორმულირება, როგორც წესი, გამოიყენება სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედების შემთხვევაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებას საპასუხო ზომები მოჰყვება. 2023 წლის თებერვალში, […]
ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 15 სადგური მუშაობს – გარემოს ეროვნული სააგენტო

ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უკვე 15 სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის, 13 ავტომატური და 2 მობილური. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ზუგდიდის ავტომატური სადგური დაემატა. ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა […]
“ტემპი ოდნავ ავაჩქარეთ” – თურნავა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე

შემცირების მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არც თუ ისე დაბალია, – ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გუშინ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პპ-ით 8.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილებას შეეხებდოა. ნათია თურნავამ ის მიზეზები განმარტა, რამაც სებ-ს უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცა. “საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების კუთხით კვლავაც […]
ღაზაში 4 თვეში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში – გაერო

ღაზაში, ომის დაწყებიდან 4 თვის პერიოდში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ. პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2019-2022 წლებში, გლობალურად, 12 193 ბავშვი დაიღუპა, ხოლო ღაზაში მიმდინარე ომს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით – 12 […]
როინ შავაძის საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შსს-ს თანამშრომლები. მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა
როინ შავაძის საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ შსს-ს თანამშრომლები. მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი რესან კონცელიძე სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. კონცელიძე, რომელიც 2008 წელს აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ამ საქმესთან თავის შემხებლობაზე საუბრობს. „2008 წლის 16 აგვისტოს, საღამოს პოლიციის […]
ევროპარლამენტიდან, თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან რაც არ უნდა გვიმტკიცონ, “გმირები” და “სახელმწიფო მოღვაწეები” ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები
ევროპარლამენტიდან, თუ ცალკეული ანალიტიკური ცენტრებიდან რაც არ უნდა გვიმტკიცონ, “გმირები” და “სახელმწიფო მოღვაწეები” ვერასდროს გახდებიან წინა ხელისუფლების კრიმინალები მრავალჯერ დავაფიქსირე ის, რომ კრემლის პროპაგანდას ემსახურება დასავლეთის რიგი აქტორების მიერ სააკაშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვა ნაცჯალათების ე.წ. ჰეროიზაცია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ ჩვენ ვამბობთ, რომ […]
“ფანჯრები შემოანგრია, დიდი ნგრევა იყო… ძალიან დიდი პანიკა დაიწყო” – რას ჰყვება მხატვარი დავით ხიდაშელი მის კორპუსში მომხდარ საშინელ აფეთქებაზე?

“ფანჯრები შემოანგრია, დიდი ნგრევა იყო… ძალიან დიდი პანიკა დაიწყო” – რას ჰყვება მხატვარი დავით ხიდაშელი მის კორპუსში მომხდარ საშინელ აფეთქებაზე? ძლიერი აფეთქება მოხდა წუხელ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N2-ში. მომხდარის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე კორპუსებში ფანჯრების მინები, ასევე ავტომობილები. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. […]
15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. „საქართველოს მოქალაქეთა […]
ირაკლი კუპრაძე – მანიპულაციური, დანაშაულებრივი, კორუფციული სქემებით, „ქართული ოცნება“ აყალბებს სამუშაო ადგილების შესახებ მაჩვენებლებს

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა! – „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივმა კორუფციულმა პოლიტიკამ 200 ათასი სამუშაო ადგილი დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 16.4%-ია, დაუსაქმებელია 261 700 სამუშაოს მაძიებელი. „ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა, […]
ვლადიმერ პუტინი – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ. კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს […]