ოკუპირებულ აფხაზეთში ფრინველის გრიპი გაჩნდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია

vestikavkaza-ს ინფორმაციით, აფხაზეთში დელფინების და იხვების მასობრივად დახოცვის ფაქტები დაფიქსირდა. აფხაზეთის გარემოსდაცვითმა დე ფაქტო პროკურატურამ ზღვის სანაპიროზე გამორიყული ხუთი დელფინისა და წყლის ფრინველის, იხვების მასიურად დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ზღვამ ხუთი დაღუპული დელფინი ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას წყლებში გამორიყა სანაპიროზე, ხოლო მკვდარი იხვები, ასევე ოჩამჩირის სანაპიროსა და სოხუმის ყურეში დააფიქსირეს. საოკუპაციო რეჟიმის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარის, […]

ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო – ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან,” – […]

ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე

ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, მოსამართლეების: ქეთევან მესხიშვილის, ნინო ბაქაქურის, მადონა მაისურაძის, მამუკა წიკლაურის და ეკატერინე გასიტაშვილის მიერ ე.წ. “ვეტინგის” სისტემის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში აფასებს. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები “ვეტინგის” მხარდაჭერით შეურაცხყოფენ როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ სისტემას, სადაც მუშაობენ. მისივე თქმით, სწორედ ისინი არიან […]

ასეთი უსამშობლოები არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში – ედიშერ გვენეტაძე “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე

ასეთი უსამშობლოები არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში – ედიშერ გვენეტაძე “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე ამათ არ იციან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ისეთი უძირითადესი ატრიბუტები, როგორებიცაა: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და სახელისუფლებო შტოები! ასეთებისათვის მთავარია უცხოეთიდან ვინ დაუქნევს ხელს და გადმოუგდებს გრანტს! ასეთი უსამშობლოები მართლა არ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ხუთი მოსამართლის […]

“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა

“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა “გასაგებია, რომ ოპოზიციური სპექტრი “ვეტინგის” დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო იყოს მათზე და გარე ძალებზე დამოკიდებული, მაგრამ ნუთუ ამ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებსა და მთავარ იდეას, მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართლა უერთდებით?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ […]

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რუსეთმა აშშ-ის 227 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ „ანტირუსულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა აშშ-ის 227 მოქალაქე და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 14 მარტს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, შავ სიაში მყოფი ამერიკელები ჩართულნი არიან “რუსეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში”. გზავნილში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს “საპასუხო ზომას“ რუსეთის […]

“სახლის” კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა. იგი შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი, ან რომელიმე ცხოველი მიიკედლა ეზოში. დღეს, 15 მარტს, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილება, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგებს კითხვის პასუხად განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს. “ჩვენ აღარ […]

12 NGO ოცნებას მოუწოდებს, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაცია

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია. ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკომისიის ერთ-ერთ წინაპირობაზე – სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელებაზე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს და არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ. მათი თქმით, ინიციატივის წინააღმდეგ განცხადება უზენაესმა სასამართლომაც გააკეთა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საკითხზე სისტემაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. კერძოდ, […]

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ლევან ხაბეიშვილი – ხალხს უნდა ჰქონდეს პასუხები და არა ცინიზმი, დაცინვა – ყველა ვხედავთ, როგორ არის საქართველოში შემოსული საწვავი ორჯერ გაძვირებული

2012 წელს, 15 ლიტრის შესაძენად რაც ჭირდებოდა მოსახლეობას, ახლა იგივე ფასში შეიძენს 10 ლიტრ საწვავს. მოსახლეობას აინტერესებს საქართველომდე მოსული საწვავი, რომელიც ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, როგორ ხდება ორჯერ უფრო ძვირი ბენზინგასამართ სადგურზე, მათ ეს აინტერესებთ და არა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ამ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, […]