ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე – ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“. „ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ […]
ანრი ოხანაშვილი – სამწუხაროა, როცა მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მოსამართლე აყვები – როცა მოსამართლე მედეგობას ვერ აბარებს, ეს ნიშნავს, რომ ის მოწყვლადია და დიდი რისკი არსებობს

მოსამართლეობის ყველა კანდიდატი იქნება პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოში, თუ უზენაეს სასამართლოში, რა თქმა უნდა, სანამ კანდიდატი გახდება, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ცალკეული მოსამართლეები ხომ არ პოზიციონირებენ მიზანმიმართულად, თუ ეს ასეა, მაშინ ისინი მოსამართლეობის ნაცვლად თავს წარმოადგენენ, როგორც კონკრეტული NGO-ს წარმომადგენლები. „ეს იმას […]
ირაკლი ზარქუა – ორი ნიკა, ორივე ანზორის ძე! მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება – მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას!

ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ „ნაცი“ „ნაცს“ თუ წაართმევს ხმებს, ძალიან კარგი იქნება – მეტი ნიკა ქართულ ოპოზიციას! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მელია-გვარამიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. ზარქუა არ გამორიცხავს, პარტია “ახალს” თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს. “ორი ნიკა, ორი ანზორის ძე. რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა?! […]
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, თოვლი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან – ძლიერი. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ სააგენტოში.
“მილანი” “რომას” დაუპირისპირდება – ევროპალიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, გუნდები ასე დაწყვილდნენ: მილანი-რომა (ნახევარფინალში გასული ლევერკუზენი-ვესთ ჰემს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება) ლივერპული-ატალანტა (ნახევარფინალში გასული ბენფიკა-მარსელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება) ლევერკუზენი-ვესთ ჰემი ბენფიკა-მარსელი შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 11 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება.
ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი – დე ლაურენტისმა კვარას ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა. “კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს. ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით ქართველი დამატებით მილიონ […]
Squid Game-ის მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

სერიალის, Squid Game-ის მსახიობი, ო იონგ-სუ სასამართლომ სექსუალური შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და 8 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. 79 წლის ო იონგ-სუს ქალის ორჯერ სექსუალურად შევიწროება ბრალად 2022 წელს წარუდგინეს. მსახიობმა დანაშაულები 2017 წელს ჩაიდინა, როცა თეატრალურ შესრულებაში მონაწილეობის გამო სასოფლო დასახლებაში რჩებოდა. ო იონგ-სუ ქალს მის სახლთან და სახლამდე მისასვლელ გზაზე მისი ნების წინააღმდეგ ჩაეხუტა […]
რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობებზე სასაუბროდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს. „მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. […]
თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

11 აპრილს, ახალ თეატრში, Touch Plarform-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, Touch RGB წელს 10 საერთაშორისო ვარსკვლავურ ლაინაფს წარმოგვიდგენს, მათ შორის არიან: · Pablo Stainley – MUSHO-ს დამფუძნებელი, · Jonas Lempa – Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი · Fonz Morris […]
აშშ მე-6 წელია ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერია

ნავთობის მოპოვებით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე წელია ლიდერობს. გარდა ამისა, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) მიუთითებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ქვეყანამ მალე შეძლოს ამერიკის რეკორდის მოხსნა. აშშ დღეში საშუალოდ რეკორდულ 12,9 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ამავდროულად, დეკემბერში ქვეყანამ მიაღწია ნედლი ნავთობის მოპოვების ახალ ყოველთვიურ რეკორდს – 13,3 მილიონ ბარელზე მეტი დღეში. ნავთობის მოპოვების […]