ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე

ისინი რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ვეტინგის” მომხრე ხუთ მოსამართლეზე
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, მოსამართლეების: ქეთევან მესხიშვილის, ნინო ბაქაქურის, მადონა მაისურაძის, მამუკა წიკლაურის და ეკატერინე გასიტაშვილის მიერ ე.წ. “ვეტინგის” სისტემის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში აფასებს.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები “ვეტინგის” მხარდაჭერით შეურაცხყოფენ როგორც საკუთარ თავს, ასევე იმ სისტემას, სადაც მუშაობენ. მისივე თქმით, სწორედ ისინი არიან რადიკალების უპირობო მოკავშირეები და მზად არიან, უცხოელების სურვილის შემთხვევაში, “ცალ ფეხზე იხტუნაონ.”
“ასეთ ხალხს რა ჰქვია, საკუთარი თავის და სადაც მუშაობენ იმ სისტემის შეურაცხმყოფლები? აი, ეს ხალხი ვითომ იძახის ვინც გინდა შემამოწმოსო, სინამდვილეში კი უცხოელებს ეუბნებიან, თუ მეტყვით ვიმუშავებ მოსამართლედ, თუ არადა თქვენ თუ გინდათ და საჭიროდ ჩათვლით, ცალ ფეხზე ვიხტუნავებო?! სინამდვილეში, სწორედ ეს ხალხია რადიკალ-მავნებლების უპირობო მოკავშირეები!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს