„გოლოსი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება – დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება

კენჭისყრის პირველი დღე დაიწყო და ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მოველოდით – დილიდან ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, დამკვირვებლების არარსებობა და წინააღმდეგობა ეგზიტპოლის მიმართ, – ამის შესახებ რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „გოლოსის“ თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა განაცხადა. „გოლოსის“ ინფორმაციით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის პორტალები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა „მაღალია“. „სისტემის ოპერატორები წერენ […]
ხატია დეკანოიძე – კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – რაც შეეხება „ვეტინგის“ მხარდამჭერ მოსამართლეებს, მათ „ქართული ოცნება“ უკვე ღიად ემუქრება

კეთილსინდისიერების ტესტის პირველი ეტაპი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა რისკი – რაც შეეხება „ვეტინგის“ მხარდამჭერ მოსამართლეებს, მათ „ქართული ოცნება” უკვე ღიად ემუქრება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 5 მოსამართლის მიერ “ვეტინგის” მხარდაჭერას. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, აღნიშნული მოსამართლეების მიმართ ხელისუფლების გზავნილები გულისხმობს იმას, რომ “ქართული ოცნება” […]
„სქილვილის“ ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, „სქილვილის“ ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა. ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სასტუმრო „პულმანში“, ოფიციალურად გაიმართა ფონდის პრეზენტაცია, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები და ბიზნეს გაერთიანებები გაწევრიანდნენ. კომპანიების წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს ფონდში გაწევრიანება და მათი წვლილი ამ საქმეში. „სქილვილისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, რომელიც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავს ციფრული […]
რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი

უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ კიპერ იუწყება. „მძიმე დაშავებულები არიან მედიკოსებსა და მაშველებს შორისაც. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზუსტდება“, – განაცხადა გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, დაღუპულები მან მედიკოსი და მაშველი არიან, რომლებიც ადგილზე პირველი დარტყმის შემდეგ მივიდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, […]
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში […]
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო. განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში. ისაუბრეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა […]
პირველად აშშ-ში, მასობრივი მკვლელობის საქმეზე მკვლელის მშობლებიც დამნაშავედ ცნეს
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ნაფიცმა მსაჟულებმა სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმეზე თავდამსხმელის მშობლები ცნეს დამნაშავედ. საქმე ეხება მიჩიგანის შტატში, ოქსფორდის საშუალო სკოლაში 2021 წლის 30 ნოემბრის მასობრივ სროლას — 15 წლის ეთან ქრამბლიმ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 4 სკოლელი მოკლა, 7 კი დაჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მასწავლებელია. თავდამსხმელს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი შეწყალების უფლების […]
შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი – სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი კიდევ ერთხელ შეაყარონ

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, რადიკალიზმით გამორჩეული ნიკა მელია და ნიკა გვარამია გარეთ ყოფილიყვნენ, რათა რევოლუციური […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუმცა ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო – ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს და არა ქართველი ხალხისგან. „მთავარია […]
12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“. როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. „ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა, მათ […]