სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს – გაეროს კომისია

რუსეთი სისტემატურად აწამებდა უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან მოქმედი საერთაშორისო კომისია საუბრობს, რომელიც უკრაინაში მომხდარ დარღვევებს იძიებს. გაეროს საგამოძიებო კომისიამ უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეგროვებულია უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდნენ. მსხვერპლები აღწერენ სასტიკ და დაუნდობელ მოპყრობის შედეგად მიყენებულ ძლიერ ტკივილს და ადამიანის ღირსების სრულ უგულებელყოფას”, […]

“ეს როზნერი ვინღაა გამაგებინეთ. ნაცებს ვკითხე და…” – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე: ეს როზნერი ვინღაა გამაგებინეთ. ნაცებს ვკითხე და არაა ჩვენი პიარი, უკეთსი გვყავსო. ამდენი წელი ფასებზე, სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, ემიგრაციაზე და სხვა სოციალურ-ეკონმიურ საკითხებზე რომ ვლაპარაკობდი, თურმე ვინმე როზნერის ნაკარნახევი ყოფილა. ძლივს ალაპარაკდა ოპოზიცია სწორად და ამათ კიდევ როზნერიო.

100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს – უკრაინა

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. “ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა”. – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში. მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი […]

კრემლმა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს სანქციები დაუწესა

რუსეთის მთავრობამ 14 მარტს სანქციები დაუწესა შეერთებული შტატების 200-ზე მეტ მოქალაქეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში “ამერიკის ხმის” ჟურნალისტიც შედის. ის ჟურნალისტთა იმ მცირე ჯგუფში მოხვდა, სადაც “ვაშინგტონ პოსტის” და “ნიუ-იორკ თაიმსის” თანამშრომლებიც სახელდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხო ჯეფ სელდინს, რომელიც “ამერიკის ხმაში” ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს. ის არ […]

გაეროს ექსპერტებმა თავი მოუყარეს მონაცემებს უკრაინელი ტყვეების წამების შესახებ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2022 წლის მარტში შექმნილი უკრაინის ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის საგამოძიებო კომისიის ექსპერტებმა მორიგი ანგარიში მოამზადეს. მასში საუბარია რუსი სამხედროების მხრიდან უფლებების სისტემატურ და მასშტაბურ დარღვევაზე. მათი ქმედებები, ექსპერტების შეფასებით, შეიძლება წარმოადგენდეს სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. ანგარიში მომავალ კვირაში გამოქვეყნდება ჟენევაში, მაგრამ მისი შინაარსი BBC-ისა და საინფორმაციო სააგენტოების […]

სწორედ ანგაჟირებული მოსამართლეები ემხრობიან “ვეტინგს” და ქართული მართლმსაჯულების პირდაპირი გზით გასხვისებას

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში იმ ხუთი მოსამართლის შესახებ წერს, რომლებიც ე.წ. „ვეტინგის“ სისტემას ემხრობა. ქადაგიძე საზოგადოებას ახსენებს აღნიშნული მოსამართლეების საქმეებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ანგაჟირებული მოსამართლეები ემხრობიან “ვეტინგს” და ქართული მართლმსაჯულების პირდაპირი გზით გასხვისებას. „რა საინტერესო პერსონები უჭერენ მხარს, ე.წ. “ვეტინგს”?! ამ მოსამართლეებსა და მათ ნამოქმედარზე, უამრავი წერილი და მოკვლევა მაქვს […]

თამაშდამოკიდებულთა მონაცემთა ბაზაში 14 826 პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში […]

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის საკითხები მესამე პლენარულ შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების საკითხზე გამართულ მესამე პლენარულ სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ცირკულარული ეკონომიკის სფეროში ევროპის სტანდარტებთან მაქსიმალურად მოკლე დროში მიახლოება, რეგულაციების სრულყოფა, დაინტერესებული მხარეების ეფექტიანი მუშაობისთვის პლატფორმების ჩამოყალიბება. „ცირკულარულ ეკონომიკაზე […]

გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი „ინტრიგის კანტორად“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ვოლსკიმ 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“. ვოლსკის თქმით, „ვეტინგის“ მხარდაჭერა „პოლიტიკური განცხადებაა“. „არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა. რას ნიშნავს, როდესაც გარკვეული მოსამართლე აცხადებს, რომ „ვეტინგის” კამპანიას ემხრობა, […]

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ” კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით ისეთი ადმინისტრაციული და სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება, რომელიც დაარეგულირებს პატენტრწმუნებულთა როგორც საქმიანობის, ასევე მათი ვალდებულებების, მუდმივი განვითარებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, რაც თავის მხრივ, სარგებლის მომტანი იქნება ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. კანონპროექტის თანახმად, შემუშავდება […]