საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და […]
“ტარიფებმა კლება დაიწყო”- “ბენე ჯგუფი” წითელი ზღვის კრიზისის ეფექტზე

წითელი ზღვის კრიზისის შედეგად გაძვირებული ტრანსპორტირების ფასების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში “ბენე ჯგუფის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, შოთა გუბეიშვილმა განაცხადა, ფასების შემცირება სავარაუდოდ, ზაფხულამდე კიდევ გაგრძელდება. შეგახსენებთ, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო, გემები წითელ ზღვას თავს არიდებენ და აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ. 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი […]
ოსიმენის “ინტერთან” თამაში საეჭვოა – “ნაპოლი” უკვე ეძებს მის შემცვლელს

“ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება 17 მარტს, სერია A-ს 29-ე ტურში, სტუმრად “ინტერთან” ვერ ითამაშოს, – იტყობინება ნეაპოლური მედია. ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ კუნთის პრობლემა აქვს და დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა. მის მდგომარეობას კლუბის სამედიცინო შტაბი ხვალ შეამოწმებს და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა “სან სიროზე” გუნდის დახმარებას. Il Mattino-ს მტკიცებით, ნიგერიელის სამსახურით […]
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოსა და ბულგარეთის პარლამენტების წევრებს შორის გამართულ შეხვედრებს. […]
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)” N2 ცვლილების შეთანხმება” წარუდგინა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თავდაპირველი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ენგურის […]
გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერილი დაძმობილების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას. „მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგზაო უსაფრთხოების […]
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს

მოლდოვას 2030 წლამდე შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ რეალისტური, „ჩვენი დღევანდელი ვითარებისა და რეფორმების სფეროში მიღწევების გათვალისწინებით“. „ამას გარდა, მოდით გულწრფელები ვიყოთ: მოლდოვა პატარა ქვეყანაა. კი, სიმდიდრესთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ეს ფაქტია. მაგრამ ამ მიზანს […]
ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთი უნდა დამარცხდეს, Russia delenda est!

რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში და რომ კიევს კვლავაც უნდა აღმოეჩინოს დახმარება. „ჩვენ შეგვიძლია წითელი ხაზები გავუვლოთ რუსეთს და არ გვეშინოდეს მათი გავლებისა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. Russia delenda est! (პერიფრაზი ლათინური გამოთქმისა Carthago delenda est – […]
შოლცი, მაკრონი და ტუსკი ევროპულ ერთიანობაზე მსჯელობენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ფრანგ და პოლონელ კოლეგებს პაარასკევს ბერლინში მასპინძლობს. ისინი ევროპული ერთიაანობის და უკრიანის მხარდაჭრის გაძლირებაზე იმსჯელებენ. გასულ თვეში პარიზში ნაჩქარევად ორგანიზებულმა შეხვედრამ დასავლელი ლიდერები აიძულა ბევრი განმარტება გაეკეთებინათ. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარის გაგზავნა. ამ განცხადებას გერმანელი ლიდერი მალევე გაემიჯნა და განსხვავებული პოზიციები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. […]
რუსეთში პუტინის მმართველობა დიდი ალბათობით, კიდევ ექვსი წლით გახანგრძლივდება

რუსეთის მოქალაქეები დღეს დილიდან საარჩევნო უბნებისკენ გაეშურნენ. რუსეთი საყოველთაო არჩევნებს უწოდებს სამდღიან ხმის მიცემის პროცესს, რომელიც 15 მარტს დაიწყო და რომელიც რუსეთში დემოკრატიული ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. თითქმის სრულიად გარანტირებულია, რომ ვლადიმირ პუტინს კიდევ ექვსი წლით გაუხანგრძლივდება მსოფლიოს უდიდესი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სათავეში ყოფნა. უკრაინაში ომის ფონზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი […]