პარლამენტთან, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ „დროა, საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს“. მათი თქმით, „თუ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებები, არ არსებობს სამართლიანი პატიმრობა”. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „საყოველთაო ამნისტია პატიმრებს!” „შანსი სჭირდება ყველას“, „ჰუმანური მიდგომა აკეთილშობილებს”. „ჩვენ თუ ვერ ვიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოსგან და […]

გაერთიანებულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, დახურულ სხდომაზე, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, […]

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უპრეცედენტო ინფორმირების კამპანიაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს იმისათვის, რომ ამომრჩევლები 26 ოქტომბერს სიახლეებს ინფორმირებულნი შეხვდნენ. […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ცალკეული შესაძლებლობის გაღრმავება და გაფართოება. როგორც ინფორმაციაშია […]

რა ეტაპზეა ქობულეთში ₾500-მილიონიანი „მწვანე ქალაქის“ პროექტი?

ქობულეთში ₾500 მილიონიანი „მულტიფუნქციური კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ პროექტის დოკუმენტაციაზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ BM.GE-ის პროექტის შემსრულებელი კომპანია „გრინ რეზორტის“ იურისტმა დავით ჩიტაიამ განუცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას გასული წლის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ამ პროექტით ქობულეთში პატარა ქალაქი აშენდება, რის გამოც ყველაფერი ძირეულად და საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი. „პროექტით […]

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების პირველი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქ. ბათუმის მერიის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. […]

ნეთანიაჰუმ რაფაში IDF-ს სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა – “ზავი ამ პირობებით აბსურდულია”

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა. “IDF ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის”. – წერია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც კაბინეტის კრების შემდეგ გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის შეთავაზებული პირობები ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის, კერძოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ზავი, “აბსურდულია”. თუმცა, პრემიერის […]

რაზე შეთანხმდნენ საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო

მეუფე შიო გარემოს დაცვის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს დაცვისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობას ქვეყნისათვის. შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი […]

“უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და “შავების” არნახულ მობილიზებას” – სააკაშვილი

“რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია,” – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და “შავების” აქამდე არნახულ მობილიზებას. ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია შავ […]

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. “ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა”. – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში. მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი […]