ქალებსა და მამაკაცებს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის შრომით ბაზარზე თანასწორი უფლებები არ აქვთ – The Guardian

მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის შრომის ბაზარზე ქალებს არ აქვთ ისეთივე შესაძლებლობები, როგორც მამაკაცებს. ამ ხარვეზის შევსებამ კი შეიძლება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 20%-ით გაზარდოს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პირველად, მკვლევრებმა 190 ქვეყანაში ბავშვთა მოვლისა და უსაფრთხოების გავლენა გააანალიზეს ქალთა შრომის ბაზრის შედეგებზე. მოხსენების ავტორმა თეა […]

ევროკავშირი ეგვიპტეს 7,4 მლრდ ევროს დაფინანსებას გამოუყოფს – DW

ევროკავშირი ეგვიპტეს 7,4 მლრდ ევროს დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ეგვიპტეს 7,4 მლრდ ევროს დაფინანსების პაკეტი 2024-2027 წლებში გადაეცემა. შეთანხმება მოიცავს 5 მილიარდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას, 1,8 მილიარდ ევროს ინვესტიციებს და 600 მილიონი ევროს გრანტებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეგვიპტის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

გერმანია „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციას არ რისკავს – Bloomberg

გერმანია რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის „როსნეფტის“ ადგილობრივ შვილობილ კომპანიებზე მეურვეობას 2024 წლის 10 სექტემბრამდე გააგრძელებს. როგორც Bloomberg იტყობინება, ეს ნაბიჯი თავიდან აიცილებს ბიზნესის ნაციონალიზაციას და ხელს შეუწყობს ნიადაგის მომზადებას საწარმოს მოსკოვის მიერ გაყიდვისთვის, გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსი მფლობელები დათანხმდნენ, რომ ობიექტებს მეურვეობის გახანგრძლივების პერიოდში გაყიდდნენ. გერმანიამ კონტროლი „როსნეფტის“ ოპერაციებზე 2022 […]

ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე – შესაძლოა, რაღაც მომენტში, ადგილზე ოპერაციების ჩატარება მოგვიწიოს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცადებით, უკრაინაში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს. „შესაძლოა, რაღაც მომენტში – მე ეს არ მინდა, მე არ ვიქნები ინიციატორი – ჩვენ მოგვიწიოს ოპერაციების ჩატარება ადგილზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის ძალა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – განუცხადა მაკრონმ Le Parisien-ს. გამოცემა […]

ზივზივაძემ დუბლი შეასრულა – “კარლსრუე” “მაგდებურგს” ამარცხებს [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ მასპინძლობს და 37-ე წუთისთვის 3:0 ამარცხებს. “კარლსრუე” მეშვიდე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, შემდეგ კი ზივზივაძემ, რომელმაც “ჰოლშტაინთან”გასული ტურის მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, დუბლი შეასრულა. ზივზივაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 24-ე მატჩში 10 გოლი გაიტანა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი – მინდა, დავეხმარო გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაში – რას ველოდებით მეგობრებო?

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უკრაინის დახმარებაში, მაგრამ კარგი იქნება, რომ ბერლინმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყვიტოს. „მინდა, დავეხმარო გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური აზრი აქვს მათ მარაგში ქონას ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს კონტინენტურ ევროპაში დიქტატორის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო […]

ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი

რუსეთში, ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება. რუსული გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვას ერთი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა, რომლის იდენტობაც ჯერ დადგენილი არ არის. არიან დაშავებულებიც. ამჟამინდელი ინფორმაციით, ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობამ დაზიანებები ნამსხვრევებისგან მიიღო. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. დღეს, 17 მარტს, პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერდა, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად […]

მოლდოვაში რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

კვირას კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა მოლოტოვის კოქტეილიანი ბოთლები ისროლა, რამაც მოკლე ხნით შეაფერხა საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი. საელჩს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: “მე […]

სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მიწის რეგისტრაციის შემდეგ, მოეხსნებათ თუ არა აღნიშნული სტატუსი? – გვანცა ჟორჟოლიანის კომენტარი

„სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნული სტატუსი არ მოეხსნებათ“ – ამის შესახებ როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, მათ არც დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. „ვინც ისარგებლებს მიწის რეგისტრაციის სისტემური რეფორმით და სოციალური დაუცველის სტატუსი აქვს, ეს სტატუსი არ მოეხსენებათ. გადასახადებს რაც შეეხება, 2004 წლამდე თუ არის […]

„რაჭა ტურისტული კუთხით ვერ განვითარდა“ – ცოტნე ჯაფარიძე

„რაჭა რატომღაც ვერ განვითარდა ტურისტული კუთხით“ – ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, პროგრამაში ცდილობენ რაჭის დამატებას, თუმცა უცხოელი ტურისტები უარს ამბობენ იქ წასვლაზე. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ რაჭის ტურისტული ცნობადობა არის ძალიან დაბალი. „რაჭა რატომღაც ვერ განვითარდა ტურისტული კუთხით, რაჭა არის ადგილობრივი ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი […]