ბენიამინ ნეთანიაჰუ – მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი?

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მოკავშირეებს ხანმოკლე მეხსიერება აქვთ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით და ისრაელი გააგრძელებს შეტევას ღაზაზე, მათ შორის ქალაქ რაფაჰში, მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. „მივმართავ ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო საზოგადოებაში: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა? ასე სწრაფად ხართ მზად, უარყოთ […]

სამგორის რაიონში მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, სამგორის რაიონში 879 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება დღეს, 10:00 საათზე შეწყდა და 21:00 საათზე აღდგება.

თბილისში რუსებმა “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” კამპანიის ფარგლებში აქცია გამართეს

თბილისში, პირველ გიმნაზიასთან რუსეთის მოქალაქეებმა კამპანიის “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფარგლებში აქცია გამართეს. რუსეთის ქალაქებში, საარჩევნო უბნებზე აქცია “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” მიმდინარეობს – აქციის იდეის ავტორი დაღუპული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია. აქციის მონაწილეები საარჩევნო უბანზე ზუსტად 12:00 საათზე უნდა მისულიყვნენ და პუტინის წინააღმდეგ მიეცათ ხმა, ან საარჩევნო ბიულეტენი დაეზიანებინათ. დღეს 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 […]

ქეთი ნოგიევა: “ეს გამარჯვება ჩემი და თქვენია ძვირფასო ემიგრანტებო“

იტალიელმა პროდიუსერმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ვიტორიო რეალემ, ერთი წლის წინ, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი, ქართულ-იტალიული ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა, რომელსაც საავტორო სიმღერა “Dammi il Cuore”(მაჩუქე გული) დაუწერა. ამ სიმღერით ქეთი ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ქეთი ნოგიევას მიერ შესრულებულ სიმღერას ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავდა და შესაბამისად გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ […]

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ 2 წელია, რაც ყაზახური ნავთობის გატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ თითქმის 2 წელია, რაც ყაზახური ნავთობის გატარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა ყაზახეთმა საკუთარი ნავთობის გასატარებლად გამოიყენოს. ეს გეგმა შეცვლის როგორც ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ წონასწორობას საქართველოსა და რეგიონში. ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის „ყაზმუნაიგაზის” გამგეობის თავმჯდომარე მაგზუმ მირზაგალიევი აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს” ეუბნება, რომ „სოკარი” ერთი თვის […]

რონალდომ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერას დაასრულებს

ადმინ,დღეს,საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები,პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ფინალს თამაშობს და იმის ღირსები არ არიან,მატჩის დღეს,წარმატება მაინც უსურვოთ?მესიც ძალიან მიყვარს და რონალდოც,მაგრამ ეს მატჩი,ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არ არის?

ჟურნალისტებმა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 47,7 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ფრონტზე სულ მცირე 47,701 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის 5,765 მობილიზებული და 8,728-ი პატიმარი. დაღუპულთა ვინაობა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსულმა სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს. ეს კვლევა ღია წყაროებით მიღებულ მონაცემებსს (ნეკროლოგები მედიაში, ოფიციალურ შეტყობინებებს, დაღუპულთა ნათესავების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები და ა.შ.) ეყრდნობა. გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარების […]

მოსამართლე მეთოფიშვილი ვეტინგზე: მიზანი სასამართლო ხელისუფლების დაშინებაა

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე მოსამართლის მოწოდებები სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის (მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება) ჩატარებააზე „არაკოლეგიალური“ და „აშკარად საფრთხის შემცველია“. ვეტინგის საკითხს მოსამართლე სოციაულურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ იდეის ინიციატორებისთვის მიზანი სასამართლო ხელისუფლების დაშინება, მასზე ანგარიშსწორების და დამორჩილების მიზნით, რაც მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით. სერგო მეთოფიშვილი წერს, რომ ე.წ. ვეტინგის […]

მეუფე შიო – დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას – დიდი მარხვის მიზანია, სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა

დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მან მიტევების კვირაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ […]

მედია – რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ პროექტ „OVD-Info“-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა. როგორც ადამიანის უფლებათა პროექტს ყაზანის […]