იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Apple-მა დასაკეცი iPhone-ის 2 პროტოტიპი შექმნა – The Information

Apple-მა დასაკეცი iPhone-ების ორი პროტოტიპი შექმნა, ამის შესახებ The Information წერს. ცნობილია, რომ კომპანია 2018 წლიდან მუშაობს დასაკეცი სმარტფონებისა და პლანშეტების ტექნოლოგიაზე. თუმცა, რამდენად მალე იხილავს მას მომხმარებელი უცნობია. გამოცემის ცნობით, დასაკეცი iPhone განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ მის ბაზარზე გამოჩენას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. იგივე გამოცემა ირწმუნება, რომ Apple ავითარებს დასაკეცი iPad პლანშეტს, რომელიც […]

იენს სტოლტენბერგი ხვალ საქართველოს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება ასევე, ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთში ჩადის.

ბუდუს დუბლი და საგოლე გადაცემა – “კარლსრუემ” “მაგდებურგი” გაანადგურა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „მაგდებურგი“ 7:0 დაამარცხა. “კარლსრუე” მეშვიდე წუთზე მარსელ ფრანკემ დააწინაურა, შემდეგ ზივზივაძემ, რომელმაც “ჰოლშტაინთან”გასული ტურის მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი ქართველის პასით მეტოქის კარი პაულ ნებელმა დალაშქრა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ზივზივაძე 65-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ მიმდინარე ჩემპიონატზე […]

ავსტრალიაში ფერმერმა გიგანტური ლურჯი მოცვი მოიყვანა – BBC

ავსტრალიაში ფერმერმა გიგანტური ზომის ლურჯი მოცვი მოიყვანა. მისი წონა 20.4 გრამია და ჩვეულებრივი ზომის მოცვზე 10-ზედ დიდია, რაც პინგ-პონგის ზომას უტოლდება. ამის შესახებ BBC წერს. ავსტრალიაში მოყვანილი მოცვი მსოფლიოში ყველაზე დიდია და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. აქამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მოცვი 16,2 გრამი იყო. ნიმუში არის ახალი ჯიშის, რომელიც შემუშავებულია Costa Group-ის მიერ, რათა […]

Activision Blizzard-ის ყოფილ CEO-ს TikTok-ის შეძენა სურს – WSJ

Activision Blizzard-ის ყოფილ CEO-ს ბობი კოტიკს სურს შეიძინოს TikTok საკამათო კანონპროექტის გამო, რომელიც აპს აკრძალვით ან გაყიდვით ემუქრება. ამის შესახებ WSJ წერს. კოტიკმა შესაბამისი იდეა OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორთან სემ ალტმანთან და კონფერენციის სხვა მონაწილეებთან განიხილა. მან ასევე ByteDance-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჟან იმინგთანაც ისაუბრა. როგორც აღინიშნა, TikTok-ის შეძენა კოტიკს შეიძლება ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდეს. ეს კანონპროექტი […]

მიკოლაივში აფეთქებების ხმა ისმოდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ქალაქის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, მიკოლაივში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. „ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობაა: დაზიანებულია ბევრი კერძო სახლი, ავტომობილები, დაშავებულია ხუთი ადამიანი. უფრო დეტალურ რიცხვებს მას […]

შერმადინის 23 ქულა, 10 მოხსნა და MVP-ის ტიტული ანდორაში მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. “ტენერიფემ” 24-ე ტურის შეხვედრა ანდორაში გამართა და ადგილობრივი გუნდი, სადაც შერმადინს წარსულში 2 სეზონი უთამაშია, 79:66 დაამარცხა. გამარჯვების სულისჩამდგმელი ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 […]

ეს “ბეზპრიდელია” – ხუბუტიას მოსკოვთან ახლო მიწას ართმევენ

რუსეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეც ქართული წარმოშობის ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტიაა. რუსეთის პროკურატურა მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ყოფილ სანატორიუმ ბარვიხაში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზაციის პროცესს აწარმოებს, რაც კერძო სექტორზე გაყიდული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას გულისხმობს. ბარვიხაში წარსულში სანატორიუმი მდებარეობდა და პრივატიზაციის შემდეგ მიწა რამდენიმე ბიზნესმენმა იყიდა, მათ შორის ხუბუტიამ. RBC-ს თანახმად, სასამართლო […]

“ვინგრევით” – შუქრუთელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და პროტესტს აგრძელებენ

უკვე მეხუთე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ქუჩაში დგას და მანგანუმის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას მოითხოვს. ხალხმა კოროხნალის მაღაროსთან კარავი გაშალა და პროტესტი ახლა იქ გრძელდება. შუქრუთში მოქმედმა 14-მა მაღარომ სოლიდარობის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში კომპანია GM-ის მრავალწლიანი სამუშაოების […]