საქართველოს ვალია ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე განვითარდეს – ავთანდილ კასრაძე

საქართველოს ვალია, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე განვითარდეს, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში თუ ვერ შევძელით, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იყოს, გლობალიზაციის პირობებში, განსაკუთრებით მომავალ თაობაში, ქართული ენა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს. „დღეს შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ჩვენ ამ მიმართულებით […]

მიხეილ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა – პროგრამას უახლოეს დღეებში ხუთი ბენეფიციარი დაემატება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მინისტრი მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია მკურნალობის პროცესში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში […]

სავალუტო ფონდი: საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული სამსახური

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც 6-18 მარტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფონდის თანამშრომლების წინასწარ მიგნებებზეა საუბარი. ანგარიშში, რომელშიც ძირითადად საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი, ყურადღება სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემაზეც არის გამახვილებული. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, თუმცა აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მმართველობის […]

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს. პარლამენტში გადაწყვეტილებას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიცაა. ამასთან, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შეუწყვიტა, რომელიც ახლა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.

ADB-ის ახალი სტრატეგია საქართველოს რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება – ბანკის განცხადება

აზიის განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო დონორია, საქართველოსთვის 2024-2028 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით, ისინი გააგრძელებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე სამუშაო ძალის უნარების ზრდისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის მიზნით.

გიორგი მსხილაძე სააკაშვილის საქმეზე – გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მასალებს „გრიფით საიდუმლო“ მოხსნას – უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, იურიდიულად უშიშროების საბჭოს მონაცვლე 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაა, შესაბამისად, „გრიფით საიდუმლო“ მასალებთან დაკავშირებით უნდა მიმართონ მთავრობას. ამით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას. „პრეზიდენტის მიმართ ბოლო დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მან მოხსნას ეროვნული უშიშროების საბჭოს გრიფით “საიდუმლო” მასალებს. ეროვნული უშიშროების საბჭო 2013 წლიდან […]

გიორგი სიორიძე – ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა – მათი მიზანია, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას – ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, მაინც საქართველოს ამომრჩეველთა ნება გადაწყვეტს, რადგან ხალხი, არის […]

არჩილ თალაკვაძე – ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს

არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ” და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს – აკეთებს. […]

ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში – მომავალშიც ასე იქნება

“ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის არასდროს დაგვიხევია უკან, ცხადია, მომავალშიც ასე იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენ ცხოვრებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ მას. […]

ნარიშკინის თქმით, საფრანგეთი ამზადებს 2000-კაციან კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ირწმუნება, რომ საფრანგეთი უკვე ამზადებს სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში გასაგზავნად. მისი თქმით, საწყის ეტაპზე საუბარია დაახლოებით 2 000 ადამიანზე. „საფრანგეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას არ აინტერესებს რიგითი ფრანგების სიკვდილი და გენერლების შეშფოთება. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემებით, უკვე მზადდება კონტინგენტი უკრაინაში გასაგზავნად. საწყის ეტაპზე ეს იქნება დაახლოებით 2 ათასი […]