200-ზე მეტი სტარტაპი 38 მილიონი ლარით დაფინანსდა – GITA-მ 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს არსებობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ. იქამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული, მიზანიმამართული პოლიტიკა, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა. დღეს კი […]
ლიბერთი გლობალური ინიციატივის „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდამჭერია

ლიბერთი, ქართულ საფინანსო სექტორთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდა გლობალურ ინიციატივას – „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა. ღონისძიება, საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა და მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციების გაზრდას მიეძღვნა. ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 18 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.89 (+1.55) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82.72 (+1.68) დოლარი/ბარელზე.
3 ადამიანი სასწაულებრივად გადარჩა – რამ გამოიწვია სახლის ნგრევა ჩუღურეთში?

მთავარი არხის ცნობით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 48 ნომერში სამსართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში ადგილზე გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის 3 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც, ადგილობრივების ცნობით, სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სახლის საძირკველი სველდებოდა მუდმივად და გამგეობა ინფორმირებული იყო, როგორც ამაზე, ასევე ბზარებზეც, რომელიც სახლს უჩნდებოდა. ადგილზე არიან ჩუთურეთის გამგეობის წარმომადგენლები, რომელთა პასუხი […]
სანქცირებული მოსამართლის ჩინჩალაძის ოჯახმა 5 წელში საჩუქრად $120 ათასზე მეტი მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ – მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა – ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის […]
იამალი: “რეალს” ბრძოლას გავუმართავთ

“ბარსელონას” 16 წლის გარემარბი ლამინ იამალი ამბობს, რომ ლა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. “ვფიქრობ, ყველა ტურნირზე, რომლებზეც ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მონაწილეობას, გამარჯვებაზე ოცნება შეგვიძლია. როდესაც შანსი არსებობს, ყოველთვის გაქვს წარმატების შანსი. თუ “რეალი” ქულებს დაკარგავს, “ბარსელონა” აგრძნობინებს, რომ მის სიახლოვესაა. ჩვენ ბრძოლის გამართვას ვაპირებთ”, – ციტირებს ლამინ იამალს Barca Universal-ი. 29 ტურის შემდეგ ჩემპიონტზე “ბარსელონა” […]
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეულის, სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ, პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო რესპუბლიკის მოედანზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება

თბილისის მერიის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის […]
“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია – კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, “ოცნების” უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას მხარი დაუჭირა 21-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 61 წავიდა. მეორე კენჭისყრით კი – 78 მომხრე 13 წინააღმდეგი – კანონპროექტი პირველადი რედაქცია დაამტკიცეს. კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად […]
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იონათამიშვილი გახდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აირჩიეს. იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სწორედ სარჯველაძე იკავებდა.