ხატია დეკანოიძე უმრავლესობას – ქმნით შეთქმულების თეორიებს, თითქოს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ვიღაც გადატრიალებას გეგმავდა, რაზეც არავინ გამოუკითხავთ – დარწმუნებულები არ ხართ, რომ უპირატესობა მართლა გაქვთ

თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, „თავისუფალი ტრიბუნის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლასა და სახელმწიფო […]

ანრი ოხანაშვილი – ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით

ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და ამიტომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. „როდესაც ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და როდესაც არ გაქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების, ან […]

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა. მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს მანამ, სანამ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება. „ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია […]

ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად ელექტროავტობუსებზე ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) . „ტენდერი ცხადდება პროექტის ” ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით” ფარგლებში. გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახმა ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 აშშ დოლარი მიიღო. როგორც მათივე განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ასეთი ფაქტების გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ […]

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 19 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.09 თეთრით გამყარდა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7128 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9420 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად. აღსანიშნავია, […]

ხაბეიშვილი ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ჩვენს ეკლესიას მხარი დავუჭიროთ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მლნ-ით გაზრდას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე – როგორც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც. ნაციონალური მოძრაობა […]

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი – საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას მას შემდეგ, რაც ბაქომ დაამყარა კონტროლი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე. აზერბაიჯანის მოსაზღვრე თავუშის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფაშინიანმა თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავარი ამოცანაა „ომის თავიდან აცილება“ და დასძინა, რომ ამ […]

რაც უფრო მალე გასამართლდება “ნაციონალური მოძრაობა”, მით სწრაფად და მარტივად წავა ქვეყანა წინ

რაც უფრო მალე გასამართლდება “ნაციონალური მოძრაობა”, მით სწრაფად და მარტივად წავა ქვეყანა წინ „სასაცილოა ახლა, რომ ტრიბუნასთან მდგომ ოპოზიციას ლგბტ პროპაგანდაზე ეკითხები და ზეთის ფასის მატებაზე იძლევა პასუხს. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები,” – ასე აფასებს მოკლედ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გაერთიანებას […]

57 წლის ასაკში “ფიორენტინას” გენერალური დირექტორი გარდაიცვალა

57 წლის ასაკში “ფიორენტინას” გენერალური დირექტორი ჯო ბარონე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ფლორენციული კლუბი იტყობინება. ბარონემ 17 მარტს თავი შეუძლოდ იგრძნო, “სან-რაფაელეს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბარონე “ფიორენტინას” გენერალური დირექტორი 2019 წლიდან იყო.