ბრიუსელი: მშვიდობის შესანარჩუნებლად, ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს

ორშაბათს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პასუხად, ევროპამ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს და „ომის ეკონომიკაზე“ გადაერთოს. ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, მიშელმა – რომელიც 21 მარტს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას გაუძღვება, რათა უკრაინის დახმარებაზე იმსჯელონ – თქვა, რომ ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება სჭირდება და ის არ უნდა […]

მიხეილ დაუშვილი – „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ოცნებამ“ გვითხრა, რომ მხარდაჭერის სერიოზული დეფიციტი აქვთ, ისტორიის მინიმალურ მაჩვენებელზე არიან

ცესკოს თავმჯდომარე „ოცნებისთვის“ კომფორტული კანდიდატი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველასგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული ცვლილებებით მოსახლეობას უთხრა, რომ მხარდაჭერის სერიოზული დეფიციტი აქვს. „ქართული ოცნება“ თავის ტყუილებში გაიხლართა. ამდენი ხანია გვიმტკიცებენ, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და […]

ნიკოლოზ სამხარაძე „კოპერნიკუს ბერლინის” პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „კოპერნიკუს ბერლინის” და ევროკომისიის ერთობლივი ტრენინგ-კურსის – „ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული განათლება ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის” მონაწილეებს შეხვდა. კურსის მონაწილეები ევროპის და ახლო აღმოსავლეთის 20-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და მისი […]

ვასილი უტკინი გარდაიცვალა

52 წლის ასაკში ცნობილი რუსი საფეხბურთო მიმომხილველი და ბლოგერი ვასილი უტკინი გარდაიცვალა, – იტყობინება ჟურნალისტი ივან კარპოვი. უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის […]

სიორიძის თქმით, ოცნებამ ვეტოს დაძლევით ქვეყნის დემოკრატიზაციაში ერთი ნაბიჯი უკან გადადგა

პარტია ლელოს წევრისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოადგილის, გიორგი სიორიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ვეტოს დაძლევით ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. “დღეს ქართულმა ოცნებამ ვეტოს დაძლევით საქართველოს ევროკავშირისკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან მეოთხე უკან გადადგა. ეს ნაბიჯი ეხებოდა საარჩევნო რეფორმას. საკითხის წარმოჩენას ისე ცდილობდნენ, თითქოს, მთავარი პრობლემა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის არსებობა იყო, ხოლო […]

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იონათამიშვილი გახდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აირჩიეს. იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სწორედ სარჯველაძე იკავებდა.

ხაბეიშვილი ეკლესიის დაფინანსების ზრდაზე: მნიშვნელოვანია, ჩვენს ეკლესიას მხარი დავუჭიროთ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსების 5 მლნ-ით გაზრდას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. “არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი გაძვირდა და ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე – როგორც მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც. ნაციონალური მოძრაობა […]

სტარტაპების სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი – რას გეგმავს GITA

სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი განხორციელდება, რომელიც სტარტაპების ინკუბაციის 12-თვიან პროგრამას მოიცავს. ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა. ყოველწლიურად ინკუბაციაში 160 სტარტაპი ჩაერთვება. პროგრამის 3 ეტაპი დეტალურად ასე გამოიყურება:

დიმიტრი პესკოვი – ნატო-ს მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გაამყაროს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს – საეჭვოა, რეგიონში სტაბილურობის გაზრდა შეძლოს

ნატო-ს მცდელობები კავკასიაში გავლენა გაზარდოს, რეგიონის სტაბილურობას არ გაზრდის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ნატო-ს მცდელობები, რომ წარმომადგენლობა გაზარდოს კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, რაც რეგიონში ვითარების სტაბილურობას ან პროგნოზირებადობას არ გაზრდის. “ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში თავისი ყოფნა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე, არსებობს გაგება, რომ […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე

თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. “თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და […]