დმიტრო კულება – პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შევზღუდავდი, მისი გეგმები გაცილებით შორს მიდის და ისე შორს წავა, რამდენის უფლებასაც მისცემენ

ვლადიმერ პუტინის ამბიციები მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით არ შემოიფარგლება, მისი გეგმები უფრო შორს მიდის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს 65 ქვეყნიდან მედიის 160-ზე მეტ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. კულებამ 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი გაიხსენა, რომელშიც მოსკოვი ნატო-სგან 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას მოითხოვდა. “პუტინის ამბიციებს მხოლოდ საქართველოთი და მოლდოვით […]
სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გზაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა განსხვავებული ინსტიტუტებისა და რეფორმების შედეგად, სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა დონეზე არიან. ამასთანავე, სტოლტენბერგი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ, შესაბამისად, მათი NATO-ში გაწევრიანების საკითხი ცალ-ცალკე განიხილება. “განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა […]
გივი მიქანაძე – ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული

ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არგუმენტირებულია და კონკრეტულ პოზიციებზეა ორიენტირებული. როდესაც ადამიანები ჩამოდიან და გეუბნებიან, რომ ასეთი მოდელი არსად არსებობს, ჩვენ გვესმის რომ თქვენ ისევ მოგიწევთ 6 თვით არჩევა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციების დაახლოება ძალიან რთულია – გთავაზობენ 6 თვიანი სისტემის შემოღებას, მაშინ როცა თვითონ ამბობენ, […]
სულხან სიბაშვილი – დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან, მთავარი სასაუბრო თემა მხოლოდ ერთი რამ არის, როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან

დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან, მთავარი სასაუბრო თემა მხოლოდ ერთი რამ არის – როგორ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როგორ მოიპოვონ პოლონეთში მართვის მოწმობა, როგორ მოძებნონ სამუშაო ადგილი საფრანგეთში, აიღონ მუშაობის უფლება და ა.შ., – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები 26 ოქტომბრისთვის „დიდ სიურპრიზს ამზადებენ“. „მინდა […]
პატიმრობა შეეფარდათ პირებს, რომელთაც აჭარის ერთ-ერთ სოფელში ოჯახი დააყაჩაღეს, პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავს დაესხნენ […]
,, უნდა დასრულდეს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსება” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს 35 მილიონიან დაფინანსებას ასე ეხმაურება: ,,საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ისტორიის მანძილზე მართლაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი და სწორედ ამ როლის გამოა, რომ ის, როგორც ინსტიტუცია, ერთადერთია, რომელსაც წლებია სახელმწიფო საბჭოთა პერიოდის ზარალს უნაზღაურებს, მიუხედავად იმისა, რომ არც დათვლილა ეს ზარალი, არ დადგენილა მისი გადახდის ვადები, ოდენობა და ა.შ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის ფლობს […]
“ოცნების” მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს – სიორიძე საარჩევნო კოდექსზე

“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ეხმაურება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა, სიორიძემ განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს “ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს”. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ცვლილებები ითვალისწინებს გიორგი სიორიძის, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს […]
რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ყველაფერი დამოკიდებულია წარმოებულ რეფორმებზე და მინდა საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსი მიღება. შეიძლება ეს ბევრისთვის სიმბოლურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა „ქრონიკას“ განუცხადა. „ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია. მე ვეთანხმები ფედერიკა მოგერინის, ეს პროცესი არა გაფართოება, არამედ გაერთიანებაა. სლოვენია […]
ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა თებერვალში რეკორდული 5,8 მილიონი მგზავრი გაატარა

ჰითროუს აეროპორტმა თებერვალში 5,8 მილიონი მგზავრი გადაიტანა, რაც საუკეთესო თვეა ლონდონის აეროპორტის ისტორიაში. 29 თებერვალს აეროპორტმა 207 ათასი მგზავრი მიიღო. როგორც აეროპორტის პრესრელიზშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 80,3 მილიონ ადამიანს მიაღწია. სატვირთო მიმოსვლის მოცულობა თებერვალში წლიური თვალსაზრისით 21,6%-ით გაიზარდა – 128 ათას ტონამდე. 12 თვის განმავლობაში ტვირთის […]
სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ პრესსამსახური ავრცელებს, რომლის პრეზიდენტი ვასილი უტკინი იყო. დღეს შუადღისას ვასილი უტკინი მოსკოვის პირველი საქალაქო საავადმყოფოს კარდიო განყოფილებაში გადაიყვანეს. „ძალიან გვიმძიმს ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ეს სიმართლეა. ვასილი ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ეგრისის შეტყობინებაში. ტელეგრამის არხები Baza და Mash […]