აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სუფრა გაშალეს

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს” აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს. მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს. მაგიდები განლაგებულია თავისუფლების მოედნიან სასტუმრო “თბილისი მარიოტამდე”. მოქალაქეების სურვილი იყო საახალწლო სუფრა “რესპუბლიკის მოედნამდე” გაშლილიყო, თუმცა სასტუმრო “თბილისი მერიოტთან” განლაგებულმა პატრულმა ამის […]

ყაზახეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს მისალოც წერილს უგზავნის

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით მიულოცა. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების პერიოდში თქვენი მშვენიერი ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე პროგრესს კიდევ უფრო აყვავებული, ჰარმონიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. ყაზახეთი უაღრესად აფასებს მტკიცე პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც ემყარება მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მყარ კავშირებს. მზად ვარ ერთობლივად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩვენი […]

დეკემბერში კომპანიის გაყიდვები 22%-ით შემცირდა – „ზარაფხანა“

დეკემბერში კომპანიის გაყიდვები 22%-ით შემცირდა, – ამის შესახებ საიუველირო სახლ “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია. გარდა ამისა, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, 1 გრამი საწარმოო ოქროს ფასი, დაახლოებით, 65 ლარით არის გაზრდილი, რაც წარმოებისთვის უზარმაზარი დარტყმაა. “2024 წელს ჩვენ ახალი მოდელები დავამატეთ და გვქონდა ახალი […]

5 მარტივი იდეა 2025 წელს ფულის სწრაფად გამომუშავებისთვის – Forbes.com

ფულის შოვნა და მით უმეტეს ამის გაკეთება უსწრაფესი გზით, ბევრი ამერიკელისთვის მთავარი პრიორიტეტია. Forbes.com -ის მიხედვით, Google-ის ძიების ტენდენციების ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ საძიებო სისტემაში „როგორ ვიშოვო ფული“ 90,500-ჯერ და „როგორ ვიშოვო ფული სწრაფად“ 74,000-ჯერ იყო ჩაწერილი. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების ამჟამინდელ ღირებულებას. ქვემოთ მოცემულია ხუთი მარტივი ხრიკი 2025 წელს მეტი ფულის […]

2024 წელს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა თავიანთი ქონება რეკორდულად გაზარდეს

2024 წელს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი ქონება და მიაღწიეს ახალ რეკორდს 10 ტრილიონი დოლარის საერთო სიმდიდრით, იტყობინება Bloomberg. ზრდის ლიდერები გახდნენ ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, კომპანიებმა ისარგებლეს ტექნოლოგიური სექტორის აქციების უპრეცედენტო ზრდით. Bloomberg Billionaires Index–ის მიხედვით, 500 უმდიდრესი ადამიანის სიმდიდრე გაიზარდა 1,5 ტრილიონი დოლარით, აქედან 600 მილიარდი […]

ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად, თაიმ სკვერის ბურთი კი დასაშვებად მზადაა

კრისტალებით დაფარული შუშის ბურთი წელსაც ნიუ-იორკში თაიმ სქვერზე ტრადიციულად ღამის 12 საათზე დაეშვება. ორშაბათს მისი სატესტო დაშვება უკვე გაიმართა და თითქმის 6-ტონიანი ბურთის ჩამრთველიც შემოწმებულია. ის იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც უნდა დაეშვას, ახალი წლის ღამისთვის ყველაფერი მზადაა. ბურთი 2 688 სამკუთხედის ფორმის კრისტალითაა დაფარული. ორშაბათის დაშვება მხოლოდ ერთ-ერთი იყო მოსამზადებელ ღონისძიებებს შორის. კვირას გაფანტეს ფერადი […]

აშშ-ის ხაზინა ამბობს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა მისი სისტემის ნაწილი გატეხეს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მართულმა ჰაკერებმა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემაში შეაღწიეს და დოკუმენტები მოიპარეს – ამის შესახებ ამერიკელ კანონმდებლებს სახელმწიფო ხაზინამ ოფიციალური წერილით აცნობა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ ჰაკერებმა შეძლეს კიბერუსაფრთხოების დაქირავებული კომპანიის – სერვისის პროვაიდერის – BeyondTrust-ის სისტემის გარღვევა, მაგრამ მხოლოდ არასაიდუმლო დოკუმენტებში შეაღწიეს. ამავე წერილის თანახმად, ჰაკერებმა “მოიპოვეს წვდომა […]

რუსთავში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები“ გაიმართა

რუსთავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ორგანიზებული ღონისძიება – ,,ახალი წლის დღეები“, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მოეწყო ილუზიონისტის შოუ. გაიმართა ორკესტრისა და კოსტიუმირებული […]

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. მიუხედავად ახალი წლის ღამისა, მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ პარლამენტის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ერთად შეხვდნენ. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრებიდან მალევე გზა გადაკეტეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების პროტესტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე […]

“ვაიმარის სამკუთხედი” ხელისუფლებას ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებს

გერმანია აცხადებს, რომ სამოგზაურო აკრძალვას უწესებს საქართველოს იმ 9 მოქალაქეს, ვინც საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ ქმედებებშია მხილებული. “დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ 9 პირს, ვინც დიდწილად პასუხისმგებელია დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე საქართველოში. მშვიდობიანი პროტესტი ადამიანთა ერთ-ერთი საყოველთაო უფლებაა – მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “X”-ზე. ქვეყნის დიპლომატიური […]