მიხეილ ყაველაშვილი – მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი – საზოგადოების ერთიანობა სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის

მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი – საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის , – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ […]

შალვა პაპუაშვილი – მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება – ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის, ახალი წლიდან კი უნდა გავიმარჯვოთ კეთილდღეობისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ, მისი თქმით, ახალი 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ,,ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას. ახალ წელს […]

გიორგი გახარია – “ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ” შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები. „დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი […]

აშშ-მა სანქციები დაუწესა ალექსანდრ დუგინის ცენტრს

შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიტანა კრემლის მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის მიერ დაარსებული „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“. შეზღუდვები დაუწესდათ ასევე ცენტრის დირექტორს, ვალერი კოროვინს, და მოსკოვის მეშჩანსკის სასამართლოს მოსამართლეს, ოლესია მენდელეევას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრი“ და კოროვინი ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესდა ირანის „შემეცნებითი დიზაინის წარმოების ცენტრს“, რომელიც, როგორც […]

მეცნიერებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება უსახელო თითის სიგრძეს დაუკავშირეს

მეცნიერებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება უსახელო თითის სიგრძეს დაუკავშირეს ბრიტანული სუონსის უნივერსიტეტისა (Swansea University) და პოლონური ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის(The Medical University of Łódź) თანამშრომლებმა დაადგინეს კავშირი ადამიანის უსახელო თითის სიგრძესა და ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილებას შორის. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Human Biology გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობდა უნივერსიტეტების 258 სტუდენტი, რომელთაგან 169 ქალი იყო. მათი თითების სიგრძე კალიბრის საშუალებით გაზომეს, ხოლო ალკოჰოლისადმი […]

გერმანიამ შესვლის აკრძალვა დააწესა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე – გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიამ შესვლის აკრძალვა დააწესა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე – გერმანიის საგარეო უწყება დღეს გერმანიამ დააწესა შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ […]

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – დაე, ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას – დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი საქართველოს ახალ წელს ულოცავენ. მისალოც წერილს „ქართული ოცნების” ოფიციალური „ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს! შეგვძლებოდეს, ვიყოთ […]

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე სუფრა გაშალეს

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამეს” აქციის მონაწილეებმა საახალწლო სუფრის გაშლა დაიწყეს. მოქალაქეებმა გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის შუა ზოლზე განალაგეს. მაგიდები განლაგებულია თავისუფლების მოედნიან სასტუმრო “თბილისი მარიოტამდე”. მოქალაქეების სურვილი იყო საახალწლო სუფრა “რესპუბლიკის მოედნამდე” გაშლილიყო, თუმცა სასტუმრო “თბილისი მერიოტთან” განლაგებულმა პატრულმა ამის […]

გლდანის ციხესთან ლოზუნგით – „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს” აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. სოლიდარობის აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან. გლდანის ციხესთან მისულ მოქალაქეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს”. „ისინი ყველაზე მეტად თავისუფლები და ძლიერები არიან ახლა, მაგრამ […]

“მე კი ვგეგმავ ყველაფერს, თითქოს არაფერი არ ხდება მსოფლიოში, მაგრამ … ხომ ხედავთ ქვეყანაში რა ხდება?!” – თამაზ მჭედლიძე

ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე BM.GE-სთან წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი აქვს. მისი თქმით, კომპანიას ჯავშნები ძალიან შეუმცირდათ. როგორც ბიზნესმენმა ინტერვიუში განაცხადა, ქალაქგარეთ, კოჯორში მდებარე კურორტი, ძირითადად, სწორედ უცხოელ ვიზიტორებზეა გათვლილი, ახლა კი ქვეყანა ტურისტების დეფიციტს განიცდის. “მე კი ვგეგმავ ყველაფერს, თითქოს არაფერი არ ხდება მსოფლიოში, მაგრამ […]