პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მანდატურებს ალეკო ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ ის […]

მარია ზახაროვა – დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს – იცით, რა მაოცებს? რატომ აკნინებენ ერევნის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ძალიან სომხეთს?

დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ეს არის ის, რაც დასავლეთს სომხეთისგან სურს – საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა. მათ ასეთი ექსპერიმენტები ბევრ სახელმწიფოსთან ჩაატარეს, რომლებიც თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ამჟამად ავითარებენ. ისინი ბევრ დაპირებებს იძლევიან. სერბეთს ბევრს დაჰპირდნენ. ევროკავშირი, უფრო ზუსტად კი […]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭაბურღილი ორ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. „პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ნაწრეტში მცხოვრებ 260 ოჯახს და ქვემო შავშვებში მცხოვრებ 95 ოჯახს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. პროექტი ნაწრეტში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. გარდა ამ სოფლისა, წყლის სისტემების მოწყობა გორის […]

იაგო ხვიჩია – ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი

ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ერთი საკითხია “რუსული კანონი” და მეორე კვოტების, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას განმარტებით, ამ საკითხების ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს. „ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ […]

ყველა იმ პარტიას, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან თავმჯდომარედ ჰყავთ მამაკაცი. ჰოდა, სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარიაც, ხაბეიშვილიც, ხაზარაძეც და თუ მიაჩნიათ, რომ ესაა გამოსავალი და აირჩიონ ქალები

ყველა იმ პარტიას, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან თავმჯდომარედ ჰყავთ მამაკაცი. ჰოდა, სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარიაც, ხაბეიშვილიც, ხაზარაძეც და თუ მიაჩნიათ, რომ ესაა გამოსავალი და აირჩიონ ქალები პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ქალთა კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე შეფასება გააკეთა. სუბარმა მოუწოდა ყველა იმ პარტიას, რომელიც გენდერულ კვოტირებას ემხრობა, გადაირჩიონ მამაკაცი […]

გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – “არ მინდა ევროკავშირი”. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ […]

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 9 სოფელსა და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფელ ტბაზე, სადგერში, ცემში, ყვიბისში, ანდეზიტში, ტაბაწყურში, პატარა მიტარბში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში. „მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში 7,3 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან […]

იაგო ხვიჩია – ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს – ოპოზიციას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ ავყვეთ

ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება, რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. მისი თქმით, ალეკო […]

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ბიზნესასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს. „საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი შესაბამის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა. ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა. „მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის […]

თაკო ჩარკვიანი – მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული – რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა

მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული. რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა, რა უბედურება გჭირთ ასეთი, ვერ გავიგე! ეს, რა ხდება. უზნეო ჟრიამული, ოცი მამაკაცი რომ ერთად ჰარმონიულად ლაპარაკობს იმიტომ, რომ გადამფარონ, ეს რა არის. – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში იმ […]