სოზარ სუბარი – ყველა პარტიას თავმჯდომარე ჰყავს მამაკაცი – სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარია, ხაბეიშვილი, ხაზარაძე და აირჩიონ ქალები, თუ მიაჩნიათ, რომ ეს არის გამოსავალი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი კოლეგა დეპუტატს მიმართავს, მხარი დაუჭირონ „გირჩის“კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ ამოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „მინდა, მოვუწოდო პარტიებს, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან – ყველა მათგანს თავმჯდომარედ ჰყავს მამაკაცი. სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარია, […]

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები დაგასრულებთ!

“ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას „რუსული ხელისუფლება“ უწოდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უთხრა, რომ მისი დამაჯერებლობა გაცვდა. ნაცვლიშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. ბექა ოდიშარიამ მას „გაუზრდელი“ უწოდა. ანა ნაცვლიშვილის გამოსვლა შეეხებოდა ერთი მხრივ „გირჩის“ კანონპროექტს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, მეორე მხრივ კი მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

ალეკო ელისაშვილი – აგენტების კანონის უკან შემოტრიალება შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – რატომ არის და იმიტომ, ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი!

იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა. „ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, მინდა გითხრათ. ის კანონი არის […]

ხაბარელი რუსულ კანონზე: მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ

მე [რუსულ კანონს] მაშინაც დავუჭირე მხარი და დღესაც დავუჭერ. იმიტომ, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ეს მავნებელი არასამთავრობო ორგანიზაციები რა ფულით ფინანსდებიან […] მას შემდეგ, რაც ეს კანონი უკან გავიწვიეთ, მათ 1 წელზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისი ფინანსები გამჭვირვალე გაეხადათ, პირიქით, მალავდნენ და ცინიკოსობდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისთვის […]

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს 10 ახალი ავტომანქანა შეემატა

„ფორდის“ მარკის დაჯავშნილი მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო თუ ქალაქში ინკასირებისთვის არის განკუთვნილი. 10-ვე ჯავშნირებული მიკროავტობუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს გადაეცა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მიზანია ოპერატიული მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება.

„40 საათიანი ლიმიტის დაწესება და მუშახელის ხარჯების ზრდა უშუალო კავშირშია პროდუქტის ღირებულების ზრდასთან“ – დავით კესარელი

შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულია 40 საათიანი სამუშაო კვირა, ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაუროს. არსებობს სპეციფიკური სამუშაო დარგები, რომლებსაც 48-საათიანი გრაფიკი აქვთ და რომელთათვის აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი. 2023 წლის თებერვალში სპეციფიკური სამუშაო დარგების ჩამონათვალი 15-ით შემცირდა, შესაბამისად ჩამონათვალიდან ამოღებულ დარგებს 40 საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლა მოუწიათ, ცვლილება შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ […]

სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს საბჭოთა პერიოდის დისიდენტი სკობოვი

2 აპრილს, ღამით, სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი და საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი, – აცხადებენ მისი ახლობლები. 66 წლის სკობოვი გასულ თვეში დაუმატეს რუსეთის “უცხოეთის აგენტების” სიას. დაკავებამდე ორი დღით ადრე, სკობოვმა ვებსაიტ Okno-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, მხარდაჭერა აღმოეჩინოს რუსი მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში […]

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიკროფონი გაუთიშა და სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, ვინც ახსენებდა სიტყვებს „რუსულ კანონი“. დღევანდელ, 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით მმართველმა პარტიამ დეპუტატებსა და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. „ბატონო შალვა, იმ […]

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ 4 აპრილს გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც “გაგრა” გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. სავარაუდოდ, 8 აპრილს ბათუმის “დინამოსთან” დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბენფიკას” ნახევარმცველში 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბენფიკას” 19 წლის ნახევარმცველით, ჟოაო ნევეშით ინტერესდება. “მანკუნიანელები” მზად არიან, პორტუგალიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ, ამის შესახებ ინფორმაციას Sport Witness-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვის ხაზში ნევეშისა და ბრუნო ფერნანდეშის დუეტის ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა “ბენფიკას” ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა. მიმდინარე სეზონში ნევეშმა […]