გვარამია: ოცნება რუსული კანონის მიღებას ევროპის ჩემპიონატისას აპირებს, რომ არ იყოს პროტესტი

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება ეღობება ისტორიულ მიზანს – საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. გვარამიას თქმით, ოცნების განცხადება, რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ მიიღებენ “ხაფანგია”. ის ამბობს, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას ივნისში გეგმავს, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა მისივე თქმით, ხალხს […]
მდინარაძის თქმით, რუსული კანონის საკითხზე ივანიშვილი პარტიის თანამოაზრეა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის პოზიციას იზიარებს. მდინარაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე ივანიშვილი მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ. “უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის თანამოაზრეა ჩვენი ამ საკითხში. პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი ამ საკითხის […]
ხაბეიშვილი რუსულ კანონზე: ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ გავხდეთ EU-ის წევრი ქვეყანა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მილევად რეჟიმშია და ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი. ხაბეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. “რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს […]
როდის დაიწყება, სად შეიძენთ და რა ეღირება – ყველა ინფორმაცია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთებზე

სფფ-ის ინფორმაციით, Euro 2024-ის მატჩებზე, ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი 10 000 ბილეთის გაყიდვა UEFA-ს ოფიციალური პორტალზე 15 აპრილიდან დაიწყება. ბილეთის სხვადასხვა კატეგორიის ფასი კი იქნება ასეთი: 30 € = 85.20 ლარი 60 € = 170.40 ლარი 150 € = 426 ლარი 200 € = 568 ლარი 400 € = 1 136 ლარი.
“ესპანური კვარტალის” საინჟინრო სისტემების სრულ საპროექტო სამუშაოებს “იმპოსტი მეპ”-ის შვილობილი კომპანია “იმეპ პროჯექთ” ასრულებს

თბილისში, პირველ “ესპანური კვარტალი” შენდება, რომელიც ახალ საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექს აერთიანებს. პროექტი ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრისა და ძველი თბილისის პანორამულ ხედებით, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთის მანძილზე, ჰოლბრუკის ქუჩაზე განთავსდება. “ესპანური კვარტალის” საინჟინრო სისტემების სრულ საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპ”-ის შვილობილი კომპანია ,,იმეპ პროჯექთ” ასრულებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 3 თვის ბიუჯეტი 114 მლნ ლარის გადაჭარბებით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114 მილიონი ლარით მეტია. სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით […]
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი […]
პაპუაშვილი მიკროფონის გათიშვით ემუქრება დეპუტატებს, ვინც “რუსულ კანონს” “რუსულს” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გააფრთხილა, რომ თუ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ “რუსულ კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ, მიკროფონს გაუთიშავს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ პირობის დარღვევა და “რუსული კანონის” გაწვევიდან ერთი წლის შემდეგ, მისი მიღება კვლავ დააანონსეს. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის შემდეგ, პარტია “მოქალაქეების” […]
,, ქოცები შარს ეძებენ” – იაგო ხვიჩია

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ქოცები შარს ეძებენ, არ უნდათ საუბრის რეჟიმში ყოფნა და არ იციან რა ქნან, ნაცების შეცვლილი ტაქტიკის წინააღმდეგ. ამიტომ შემოაგდეს ეს კანონი თავიდან, მხოლოდ იმისთვის რომ ისევ ჩხუბის რეჟიმში გადავიდნენ, ნაცვლად მშვიდობიანი საუბრისა. ნაცები ისევ მშვიდად არიან, ისევ ფასებზე აპირებენ […]
“რა დასაცინები ვართ, ამას რომ ვიტანთ!” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: “რუსულ კანონს აბრუნებენ, ეს პირობაც დაარღვიეს, მტერი ენდო ამათ სიტყვას ! რა საცოდავები ვართ,მამუკა მდინარაძე რომ გვმოძღვრავს დღე და ღამე და რა დასაცინები ვართ, ამას რომ ვიტანთ!”