„ამოგვივა ყელში და მერე ნახავ შენ …“ — ოდიშარია სამადაშვილს დაემუქრა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც 3 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და სექსისტური ფრაზებით მოიხსენია, დღეს ქალ კოლეგას, სალომე სამადაშვილს დაემუქრა. სამადაშვილმა მოითხოვა, ოდიშარიას და კიდევ ერთი დეპუტატს, ვახო მეგრელიშვილს ნარკოლოგიური შემოწმება გაევლოთ. „ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ქართველ ქალებს აქ, პარლამენტში, ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა,“ — თქვა სამადაშვილმა და […]

დიმიტრი პესკოვი – აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია, საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს

უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. „ჩვენ მსგავსი გეგმების შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, […]

თეონა აქუბარდია – ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს და ამ მიზნით, ორ კანონპროექტს არეგისტრირებს, რითაც კონსტიტუციას არღვევს

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს და ამ მიზნით, არეგისტრირებს ორ კანონპროექტს, რითაც, მისივე შეფასებით, კონსტიტუციას არღვევენ. „ქართულ ოცნებას“ რომ ბავშვთა უფლებები ადარდებდეს, ის რეალური პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელებდა, მაგრამ ამ მოცემულობაში ორი ინიციატივის დარეგისტრირება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ გზით კონსტიტუციას არღვევენ და წინასაარჩევნოდ, იქამდე, სანამ საარჩევნო […]

ბატალიონის მეთაური – ოკუპანტები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად დაიპყრონ ჩასოვ-იარი

ოკუპანტები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად დაიკავონ დონეცკის ოლქის ბახმუტის მიმართულებით მდებარე ჩასოვ-იარი. კლეშჩეევკასა და ივანოვსკის მიდამოებში მობილიზებულია მტრის ჯავშანსატანკო და ქვეითი ნაწილები, – ამის შესახებ 92-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის“ მეთაურის მოადგილემ, ოლეს მალიარევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, მტერი 24 საათის განმავლობაში ცდილობს უკრაინელი დამცველების პოზიციებზე იერიშის განხორციელებას. ”დილით ისევ დაიწყო ახალი თავდასხმა, ახალი შეტევა. მტრის […]

მამუკა მდინარაძე – ბექა ოდიშარიას ოპოზიციონერი ქალებისთვის არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის მეგობარს – უნდა მიხვდე, რომ ვიღაც პაპარაცულად გადაგიღებს, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამასობაში უხამსობაც გამოუვიდა

[ბექა ოდიშარიას] არცერთი მათგანისთვის [ოპოზიციონერი ქალისთვის] არ მიუმართავს, ელაპარაკებოდა თავის კოლეგას და მეგობარს – უნდა მიხვდე, რომ ვიღაც პაპარაცულად გადაგიღებს. ჩემი აზრით, ბექამ ეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ამასობაში უხამსობაც გამოუვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოდიშარიას ეს რომ ოპოზიციონერი ქალებისთვის ეთქვა, “გაცილებით ცუდი რაღაც იქნებოდა”. “ბექა […]

მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. „მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული […]

მდინარაძე: პერსონალური მადლობა ქალბატონ დანიგანს, ვნახეთ მოზომილი განცხადება აშშ-დან

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე “მოზომილი” განცხადებისთვის აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა. “მე მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, იმიტომ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, თქვენ ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან”. – თქვა მდინარაძემ. გუშინ, 3 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, […]

დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ – მამუკა მდინარაძე

„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ „საინტერესოა ლომჯარიამ თავად დაასახელოს ვის ესაუბრებოდა“. მისივე განცხადებით, რადგან ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, […]

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა გენდერულიი კვოტირების გაუქმებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ინიციატივას 82 მომხრე და 14 წინააღმდეგი ჰყავდა. არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო. საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს […]

მამუკა მდინარაძე – ნინო ლომჯარიას გარედან განცხადებებისა და დავალებების მიღების იმედი აქვს, რომ ამან საზოგადოება როგორმე აღაშფოთოს – ევროპა და დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი

გარედან განცხადებებისა და დავალებების მიღების იმედი აქვს, რომ ამან როგორმე ქართული საზოგადოება აღაშფოთოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, როდესაც მმართველმა პარტიამ დამოუკიდებლად პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა, ისინი რუსული ინტერესების გამტარებლად მონათლეს. მისი განცხადებითვე, ევროპელი მეგობრები საქართველოს არა უფროსები, არამედ პარტნიორები არიან. „საინტერესოა, […]