სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ახლა სრულიად ოპოზიციის გაერთიანება მნიშვნელოვანია. პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თავმჯდომარე, ეკა გიგაური მივიდა. “მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ არსებობდეს ერთობა ჩვენი ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, […]

კრემლი “აბსურდულად” მიიჩნევს ოცნების ინიცირებული კანონის “რუსულ პროექტად” მოხსენიებას

ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას ასეთი გეგმების მიმართ, თუმცა აქ უბრალოდ საჭიროა, ალბათ, მათთვის უფრო აქტიური ახსნა. აბსურდულია ამის რუსულ პროექტად მიჩნევა”, – თქვა კრემლის სპიკერმა.

ოდიშარია სამადაშვილს: სახლში იციან აქ რომ ხარ? წამომყევი, თუ ფსიქო მოგცეს, პასუხს ვაგებ

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც გუშინ დეპუტატებს “მოუტ*ვნელი ქალები” უწოდა, დღეს ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს დაემუქრა. პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ ქალ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას “უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი” უწოდა. ოცნების დეპუტატი სამადაშვილისგან ფსიქო ტესტის ჩაბარებაც მოითხოვა. მისი გაღიზიანება სალომე სამადაშვილის განცხადებამ გამოიწვია, როცა ლელოს წევრმა თქვა, “აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ოდიშარიამ […]

ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს ბატუტზე ხტომაში. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. საკვალიფიკაციო ასპარეზობაში მათ 276 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ფინალში ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა იტალიის ნაკრებს ერთი ქულით აჯობეს და 13 ქულით გაიმარჯვეს. […]

კერძო გინება – ქალი დეპუტატი ოდიშარიას გინების ხელშეუხებლობის დასაცავად

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ “ეს იყო კერძო საუბარი და ამის ჩაწერა დაუშვებელია, თუმცა, ის არ ამბობს, პარლამენტის კონკრეტულად რა ადგილებია კერძო საუბრებისთვის განკუთვნილი, სადაც ჩაწერა არ შეიძლება, სადაც, დადგება გინებასმოწყურებული ადამიანი და შეიგინებს, ისე რომ ვერ გადაუღებენ, შემდეგ კი დაუბრუნდება სხდომას და გააგრძელებს საუბარს. შეურაცხყოფა […]

Silknet-დან მონაცემების გაჟონვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Silknet-დან მონაცემების გაჟონვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს ინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. საქმე ეხება კომპანია “სილქნეტიდან” მონაცემების გაჟონვას. უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, “სილქნეტის” კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა და დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5 000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს. უწყება ამბობს, რომ […]

„გავრცელებული რენდერები არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან“ – ლევან დავითაშვილი

„გავრცელებული რენდერები არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან“ – ლევან დავითაშვილი „ინტერნეტში გამოჩნდა რენდერები, რომელიც ინვესტორის მხრიდან გავრცელდა და ეს არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დეპუტატ არმაზ ახვლედიანის მიერ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამშენებლო […]

პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური ვითარება. „საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება“, – თქვა პესკოვმა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ილაპარაკა კანონპროექტის ინიციირების გამო საქართველოში ოპოზიციის მიერ გამოხატულ რეაქციაზე. […]

“საბერძნეთთან მატჩს მოსკოვში ვუყურე, მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო, რაც ამ ქვეყანაში ვნახე… ჯიქია ახლა ნანობს, რომ…” – ინტერვიუ ზაზა ჯანაშიასთან

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ metaratings-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. “საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას მოსკოვში ვუყყურე. ქართულმა დიასპორამ მიმიწვია, რომლებიც ფეხბურთში ძალიან კარგად არიან გარკვეულნი. მატჩის დროს ისეთი ემოციები იყო, კინაღამ ერთმანეთი მოვკალით. უკვე სამი თვეა მოსკოვში ვარ. ცოტა ხნის წინ ვეტერანებში სათამაშოდ მიმიწვიეს. აქ ცოტახანი კიდევ დავრჩები. […]

პესკოვი “ოცნების” რუსულ კანონზე: ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო ქვეყნის აგენტებს… ეს ნორმალურია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დაინტერესებულია, რომ საქართველოში სიტუაცია “სტაბილური და პროგნოზირებადი” იყოს. რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, “ტასის” ცნობით, ამის შესახებ პესკოვმა განაცხადა საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც რუსეთში მოქმედი “უცხოელი აგენტების” კანონის პირვანდელი ვარიანტის ანალოგია. “უფრო და უფრო მკაცრ რეაქციებს ვხედავთ ოპოზიციისგან ამ გეგმების წინააღმდეგ. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ უკეთესად უნდა ავხსნათ აბსურდულობა [მცდელობებისა], რომ […]