რომან გოცირიძე „გირჩის“ წევრებზე – ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი, ახლა ერთი ქალი არ მოგცემთ ხმას

„ქართული ოცნების“ თვალში „გირჩის“ ინიციატივა და „გირჩი“ პოლიტიკური სასარგებლო იდიოტები არიან, ოპოზიციის თვალში არა სასარგებლო იდიოტებად გამოდიან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გირჩს“ მთელი ქვეყანა დასცინის და მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი 0% იყო, ახლა ერთი ქალიც კი არ მისცემთ მათ ხმას. „არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. […]
პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი – გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს

პარლამენტმა ხმაურიანი განხილვის ბოლოს, “გირჩის” ინიციატივით “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი. გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს. სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით სესიაზე დღესვე გავა და საბოლოოდ დამტკიცდება. პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში უქმდება საბიუჯეტო […]
ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტთან შეხვედრა ემსახურება იმას, თუ როგორი უნდა იყოს კოორდინაცია და როგორ დავუპირისპიროთ საზოგადოების ძალისხმევა „ქართული ოცნების” ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას

ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად კოორდინაცია იმ კონტექსტში, რომ დავუპირისპიროთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ება იმას, რომ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად კოორდინაცია იმ კონტექსტში, რომ დავუპირისპიროთ მთელი საზოგადოების ძალისხმევა ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] „ქართული ოცნების“ მხრიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა […]
ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა

ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი […]
ქეთევან თურაზაშვილი – რაც გუშინ ბექა ოდიშარიამ იკადრა, ეს არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია არ დაისაჯა – „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი საქციელი ძალადობას და ქალებზე თავდასხმას ახალისებს

რაც გუშინ ბექა ოდიშარიამ იკადრა საქართველოს პარლამენტში, ეს არის იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია არ დაისაჯა და ის ისევ არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ისევ იკავებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კვოტირების გაუქმების ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის დასაპირისპირებლად […]
სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე იგეგმება. „გრძელდება ის ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები, რომელსაც ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ინსტიტუციაში დასაქმებული თანამშრომლების, თავად ქალბატონი […]
შოთა შალელაშვილი – მიმაჩნია, ეს კანონპროექტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ასობით ფაქტს ასაჯაროებენ ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის საქმეებზე

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით საზოგადოების აქტიური ნაწილი, ახალგაზრდა თაობა მიიჩნევს, რომ საპარლამანტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ მიმართულია, – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს სერიოზულად დააზიანებს. “მიმაჩნია, ეს კანონპროექტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც […]
პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო

პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათვე ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას ასევე პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რაულ ლუის ლატორე მარტინესი ესწრებოდა. „შეხვედრაზე პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პარაგვაიში მიესალმა, რომელიც პირველად განხორციელდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების […]
„რუსულ კანონი“ 2023 წლის მდგომარეობით ამოქმედდება

„რუსულ კანონის“ მიღების შემთხვევაში, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ 2023 წლის მონაცემების მიხედვით დარეგისტრირდება. „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.“ […]
„სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც“ — მდინარაძე

„სად მივდივართ? — ევროპაში ამ კანონითაც,“ — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 აპრილს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, მიდის თუ არა „რუსული კანონის“ დაბრუნებით ხელისუფლება ევროპაში. მდინარაძეს ეს კითხვა მაშინ დაუსვეს, როცა ის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც „რუსულ კანონს“ ეწინააღმდეგება, მოუწოდებდა, რომ სპორტი პოლიტიკაში არ გარიონ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ […]