ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – სტოლტენბერგი “რუსულ კანონზე”

“რუსული კანონის” ხელახლა დაინიცირებას ნატოს გენერალური მდივანი, სტოლტენბერგი, უარყოფითად აფასებს და აცხადებს: “მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე […]
იენს სტოლტენბერგი – საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ვეწინააღმდეგები

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის შემოღება რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა. ნატო-ს გენმდივნის განცხადებით, ქვეყანამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს. “ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების […]
შეუწყდეს საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი – კოლსი ოდიშარიაზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ითხოვს, ბექა ოდიშარიას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს. X-ზე დაწერილ პოსტში კოლსი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმაურება და წერს, რომ მისი სიტყვები “ამაზრზენი” და “საზიზღარია”. “ბ. ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია თავის წარმომადგენლობას ანდობს… სირცხვილია ასე […]
ევროპის საბჭოს გენმდივანი – შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებით – ვიმეორებ, ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა

კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხებად რჩება. ასეთი კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებასთან დაკავშირებით. “შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნებით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული […]
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა დედას, რომელიც არასრულწლოვან გოგონას აიძულებდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი […]
მაკა ბოჭორიშვილმა და გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი” მონაწილეებს სიგელები გადასცეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პროექტის „საქართველო და ევროკავშირი” მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. „ორი კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც სასწავლო ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის […]
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შენახვის ფაქტები გამოავლინეს

1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის რვა ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაზრო საერთო ღირებულებამ ჯამში – 18143.1 ლარი შეადგინა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო […]
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე – საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა

როგორც მოგეხსენებათ, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა და ჯამურად საპენსიო აქტივების მოცულობამ 4.8 მლრდ ლარი შეადგინა. დამეთანხმებით, რომ ასეთ მასშტაბურ შედეგს არავინ ელოდა და მეტიც, დასაწყისში ბევრი სკეპტიკურადაც იყო განწყობილი რეფორმის მიმართ , – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ ხუთწლიანი საინვესტიციო შედეგების შეჯამების პანელური დისკუსიის გახსნისას განაცხადა. მისივე […]
HRW: “აგენტების კანონი” ქმნის საფრთხეს საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან

ევროკავშირის მხრიდან “ყოყმანმა” შესაძლებელი გახადა “უცხოეთის აგენტების” კანონის გავრცელება ევროპასა და შუა აზიაში – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი – რაც აღრმავებს სირთულეებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ისედაც ემუქრებათ საფრთხე დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი პრესის ჩახშობის მოსურნე მთავრობებისგან. 4 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ორგანიზაცია ლაპარაკობს საქართველოსა და ყირგიზეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მიზანია […]
ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. დღეს უნცია მეტალის ღირებულებამ 2 295 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ოქროს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს. ამჟამად ოქროს ფასს სწორედ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინები განსაზღვრავს.