ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა

ფინეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ვადებს ახანგრძლივებს. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები 2024 წლის 15 აპრილის შემდეგაც იქნება ჩაკეტილი. გადაწყვეტილება ძალაში იქნება გაურკვეველი პერიოდით, “მაგრამ იმაზე დიდ ხანს არა, ვიდრე საჭიროა”. „გარდა ამისა, 15 აპრილს ჩაიკეტება საზღვაო სასაზღვრო პუნქტები ჰააპასაარიში, ნიუიამაასა და სანტიოს […]
საბოტაჟი; ვინ ვის რას დაპირდა? – 2 ნაბიჯით უკან – გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა რუსული კანონის შემობრუნების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს: “მე არ ვიცი, რა იყო კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების მოტივაცია ან ვინ ვის რას დაპირდა, მაგრამ მე ვიცი, რომ ამის შედეგი იქნება იმ დიდი სამუშაოს საბოტაჟი, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესრულდა. იმიტომ რომ ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს ევროპულ ფასეულობებთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, ეს კანონპროექტი კი […]
„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – რა ხდებოდა რუსეთის სასამართლოში

საბჭოთა დისიდენტს, ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – დაიყვირა სკობოვმა დღეს სასამართლოში. ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისივე მეგობრის, უფლებადამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება “ტერორიზმის გამართლება”. სკობოვი საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით იყო დაკავებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სკოლაში […]
სეიმის წევრი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

ლატვიის სეიმის (პარლამენტის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს. ასე გამოეხმაურა რიჰარდ კოლსი ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. მან ოდიშარიას განცხადებას „ამაზრზენი“ უწოდა. „ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. უპატივცემულობაა ასე გაგრძელება. […]
HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის “დინამოს” 16 წლის თავდამსხმელით ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ. აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”, “ატლეტიკო”, “ბარსელონა”, პსჟ, “ბაიერნი” და “დორტმუნდი” აკვირდებიან. გამოცემა წერს, რომ არ […]
Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „მოხარული […]
ბრიუსელი “ეფლის”, “გუგლისა” და “მეტას” მონოპოლიის წინააღმდეგ

ამერიკის ტექნოლოგიური გიგანტების „ეფლის“, „გუგლისა“ და „მეტას“ წინააღმდეგ, ევროკავშირში მიღებული ახალი კანონის საფუძველზე, მორიგი გამოძიება დაიწყო. კანონის მიზანია, არ დაუშვას კომპანიების ხელში ციფრული ბაზრის მონოპოლიზება. ანტიმონოპოლიური კანონი მეგა-კომპანიებს პრობლემებს ამერიკაშიც უქმნის.
“როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანებით განსაკუთრებით დაინტერესებული არ არის” – ფრიდი

ნატო დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს. რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოს საიუბილეო სამიტისგან, რომელიც ზაფხულში ვაშინგტონში გაიმართება? როგორ ხედავენ ამერიკელი ანალიტიკოსები ნატოს განვლილ გზას და მის მომავალს – “ამერიკის ხმის” ჩართვა, “ფორმულაზე”.
რუსული დრონით თავდასხმამ ხარკივში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

რუსეთი უკრაინაზე საჰაერო შეტევას აგრძელებს. ამჯერად თავდასხმა ხარკივზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 4 სამოქალაქო პირი, ხოლო 350,000-ზე მეტი მოსახლე უშუქოდ დარჩა. ხარკივი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც რუსეთის საზღვარს 30 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქი დაბომბვების ხშირი სამიზნეა. გუბერნატორმა ოლეჰ სენიჰუბოვმა თქვა, რომ თავდასხმისას, სამი მაშველი მოკლეს. გუბერნატორისვე თქმით, დაშავდა 12 ადამიანი, მათგან სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. […]
ენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში წამყვან ძალად დარჩება – პროგნოზი

ენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში წამყვან ძალად დარჩება. ამის შესახებ Fitch SolutionsGroup-ის აზერბაიჯანის ეკონომიკის პროგნოზშია ნათქვამი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი 2033 წლამდე არ აჩვენებს ენერგიის ექსპორტის განსაკუთრებით ძლიერ ზრდას, როგორც წინა წლებში, ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი კვლავაც იქნება ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი. მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. მომავალი წლები“, – […]