არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების საქმეზე დედას ბრალი წარუდგინეს

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ქორწინების იძულების საქმეზე დედას ბრალი წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. “ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო”, – წერია საგამოძიებო […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას მის წინააღმდეგ დეზინფორმაციად აღიქვამს – სამწუხაროდ, ვგრძნობ, მმართველი პარტია არაფრის დამთმობი არ არის

ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, კარგად გააზრებული საარჩევნო პოლიტიკის ერთი ნაწილია , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ახლა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ინიცირებას მის წინააღმდეგ დეზინფორმაციად აღიქვამს. ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც შარშან მარტის აქციებზე იდგნენ, თავს მოტყუებულებად გრძნობენ, ამიტომ ახლა საზოგადოება […]

„აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა – რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმის ბოლომდე მისაყვანად

„ქართული ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონსა და ლგბტ უფლებების შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. რა ვადა შეიძლება დასჭირდეს საპარლამენტო უმრავლესობას საქმის ბოლომდე მისაყვანად? საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, ასევე, ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. საქართველოს კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

ლატვიის სეიმის წევრი – ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია – მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას

ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია, მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (სეიმის) წევრი რიჰარდს კოლსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს სასწორი კიდევ ერთხელ კრემლისკენ იხრება… ციტირებული საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია, მარტო არაა ამაზე პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია თავისი სიტყვებისთვის, რომლებითაც მიმართა თავის კოლეგებს, პარლამენტის ქალ წევრებს. ტექსტი – […]

კოვიდთან დაკავშირებული, €600-მილიონიანი თაღლითობის საქმეზე EU-ს პოლიციამ 20 პირი დააკავა

იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში პოლიციამ 20 ეჭვმიტანილი დააკავა. საქმე ეხება ევროკავშირის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდთან დაკავშირებულ €600-მილიონიან თაღლითობას. ოპერაცია ევროკავშირის პროკურორების მოთხოვნით თაღლითობისა და ფინანსური პოლიციის განყოფილების 150-მა ოფიცერმა ჩაატარა. დაკავებულებიდან 14 შინაპატიმრობაშია გადაყვანილი. მათ ევროკავშირის აღდგენისა და მედეგობის შეღავათების (RRF) იტალიისთვის განკუთვნილი თანხიდან 600 მილიონი ევროს თაღლითურად მითვისება ედებათ ბრალად. პოლიციამ რეიდი მოაწყო […]

ვერ მივიღებთ სასიცოცხლო სერვისებს – შშმ პირები და ორგანიზაციები რუსულ კანონზე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ. გთავაზობთ განცხადებას სრულად: “ არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და […]

ლატვიის სეიმში მოითხოვენ, ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდ კოლსი მოითხოვს, რომ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის წოდება ჩამოერთვას. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა. სოციალურ ქსელ X-ში რიჩარდ კოლსი ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. “ბექა ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში – პირი, რომელსაც ლატვია […]

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. “მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა დააინიციროს კანონი უცხოელი აგენტებისა თუ უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევის საწინააღმდეგოა. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებით […]

რიჰარდს კოლსი ბექა ოდიშარიაზე: ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ამით ლატვიელი დეპუტატი გამოეხმაურა ოდიშარიას მხრიდან, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას. “საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი”, – წერს კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე […]

16 წლის გოგოს დედა გათხოვებას აიძულებდა – ქალი დაკავებულია

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, 16 წლის გოგონას ბიოლოგიურ დედას ბრალდება წარუდგინა. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედივით, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. სამართალდამცველებმა ბრალდებული […]