რუსეთიდან იუწყებიან მოროზოვსკის სამხედრო აეროდორომზე დრონებით შეტევის შესახებ

ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის პროპაგანდისტული, წერენ, რომ ღამის განმავლობაში მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებები იყო აეროდრომის რაიონშიც. უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი „სამიზნე გაანადგურეს“. გოლუბევი ადასტურებს ელექტროქვესადგურის დაზიანებას, […]

საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები არიან

საბერძნეთში სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ბერძნული მედიის ცნობით, 2 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი მამაკაცი და 33 წლის ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, სულ მცირე, 2021 წლის ნოემბრიდან ატიკას სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. ისინი სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების […]

თეთრი სახლი – ჯო ბაიდენმა ბენიამიმ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია, – თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ჯო ბაიდენმა ცხადყო, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზასთან მიმართებაში […]

ისრაელი ღაზაში დახმარების შესატანად ახალ მარშრუტებს გახსნის

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორისთვის ორი ჰუმანიტარული მარშრუტის გახსნა დაამტკიცა, რათა ტერიტორიაზე მეტი დახმარება შევიდეს. კერძოდ, ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელახლა გაიხსნება ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ერეზის კარიბჭე და ასევე აშდოდის პორტი. იორდანიიდან მეტი დახმარების მიწოდება კი კერემ შალომის გადასასვლელის გავლით განხორციელდება. ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის […]

ენტონი ბლინკენი – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება

შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში […]

რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში 40-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით ავრცელებს. „წინასწარი მონაცემებით, გაანადგურეს 40-ზე მეტი სამიზნე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიურ შეტევას იგერიებდნენ. „თავდასხმის შედეგად დაზიანდა […]

რიკარდო ლინჩის ლიდერობით გორის “ივერიონმა” გაუ ბრძოლაში დაამარცხა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 21-ე ტური დღეს გორში დრამატული მატჩით გაიხსნა. “ივერიონმა” თბილისის გაუ-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 დაამარცხა. მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს გამარჯვება პლეი ოფში გასასვლელად, ანუ 8 გუნდს შორის მოსახვედრად სჭირდებოდათ, ხოლო გაუ-ს ოთხეულში ადგილის დაბევება უნდოდა. მიზეზი მარტივია: თუკი პლეი ოფის პირველ წრეში რეგიონის გუნდი შეხვდებოდა, მოედნის […]

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – შვედეთის საგარეო რუსულ კანონზე

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტიის ქმედება “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”. “ქართული ოცნების განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა ინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა”. – წერს […]

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ომში აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 აპრილს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად. ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმებს ღაზაში შეეწირა საკვებით დახმარების ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი, რამაც კიდევ უფრო გაართულა ორი ლიდერის ურთიერთობა. […]

2 დღის წინ, NGO-ებზე რუსული სტილის კანონი სლოვაკეთის პრორუსულმა ხელისუფლებამაც წარადგინა

2 დღის წინ, ქართული ოცნების პარალელურად, “არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე” რუსული სტილის კანონპროექტი სლოვაკეთის ხელისუფლებამაც წარადგინა. სლოვაკეთის მმართველი კოალიციური ეროვნული პარტია (SNS) გამოვიდა წინადადებით, რომ NGO-ებზე კანონში ცვლილება შევიდეს. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 5 000 ევროზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებს, უნდა აღირიცხოს როგორც “ორგანიზაცია უცხოური მხარდაჭერით”. “ამ წინადადების მიზანია, გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების […]