მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი – “ვალენსიამ” “გრანადას” მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპიძლები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ სტუმრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, ხოლო ერთხელ ხარიხამ. შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და შეცვლაზე შესულმა ალმეიდამ „ღამურებს“ გამარჯვება მოუპოვა. ქართველმა მეკარემ ამ სეზონში პრიმერაზე მეთერთმეტე მშრალი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. მისი […]
კიტეიშვილის დაბრუნება – “შტურმმა” სტუმრად “ზალცბურგი” 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა

ავსტრიის თასის ნახევარფინალში „შტურმმა“ გასვლაზე “ზალცბურგს“ 4:3 სძლია, რომელთანაც 4 დღის წინ ჩემპიონატზე სახლში 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. 1-ელ მარტს ფინალში „შტურმი“ „რაპიდს“ შეხვდება. ზალცბურგი – შტურმი 3:4 გოლები: 1:0 სოლე (11), 1:1 ბიოვინგი (25), 1:2 ჰორვატი (52), 1:3 შნეგი (71), 2:3 სუჩიჩი (79), […]
გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება პრობლემას უქმნიდეს ჩვენს ევროინტეგრაციას, მისაღები არაა – მარია ქოიავა „რუსულ კანონზე“

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება პრობლემას უქმნიდეს ჩვენს ევროინტეგრაციას, ჩემთვის მისაღები არ არის, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა, მარიამ ქოიავამ ე.წ. რუსული კანონის კომენტირებისას განაცხადა. საქმე ის არის, “ქართულმა ოცნებამ” ე.წ რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა დააინიცირა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ […]
მურმანსკის გუბერნატორი მუცელში დანით დაჭრეს, მას ოპერაცია უტარდება

რუსეთში მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი ცივი იარაღით მუცელში დაჭრეს. შემთხვევა ქალაქ აპატიტიში მოხდა. გუბერნატორი მოსახლეობას კულტურის სახლში ხვდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას შენობასთან კაცი დაესხა თავს და დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ჩიბისი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს 42 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი ალექსანდრ ბიდანოვი. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. […]
“შიდა ფრენების განხორციელებისთვის ქართულ ავიაკომპანიებს აეროპარკის განახლება მოუწევთ”- ავიაციის ექსპერტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განხორციელებაზე 23.1 მლნ ლარის ტენდერებს აცხადებს. ელექტრონული ტენდერი ეხება შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნატახტრის აეროპორტიდან აღნიშნული ტენდერების საფუძველზე ფრენები არ შესრულდება. ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ შიდა ფრენებში ახალი მიმართულებების გამოჩენა […]
ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის
ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის ვინმემ ამიხსნას, რატომ შეიძლება საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ამ კანონის მიღება და რატომ არ შეიძლება ჩვენთვის, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „27 მარტს, საფრანგეთმა მიიღო […]
ნინო კასრაძე რუსულ კანონზე: დესტაბილიზაციას და არეულობას გამოიწვევს, ალბათ, ეს არის მიზანი

მე, ვინაიდან სოციალურ ქსელში არ ვარ, გვიან ვიგებ ახალ ამბავს… გუშინ, მართალი გითხრათ, მოგვიანებით გავიგე და არ დავიჯერე. მე მეგონა, რომ ეს მაინც ეხებოდა LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით კანონს, იმდენად ვერ წარმოვიდგინე… …ახლა ისევ ამის თავიდან ინიცირება, ეს უკვე ძალადობაა და არის ძალით გატანა. ჩემი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არეულობას უწყობს ხელს და ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან […]
რა თემებს დაფარავს “ინგლისური სამართლის ფორუმი”? – რუსლან უღრელიძის განმარტება

18 აპრილს თბილისი “ინგლისური სამართლის ფორუმს” უმასპინძლებს, რომელზეც, პანელური დისკუსიის ფორმატში, საერთაშორისო სამართლის გამორჩეული პროფესიონალები და გამოცდილი პრაქტიკოსები საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დავებისა და კომერციული გარიგებების შემთხვევაში ინგლისური სამართლის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე, ისაუბრებენ. ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი ლონდონში მოღვაწე ქართველი იურისტი და Lawlex Solicitors-ის მმართველი პარტნიორი, რუსლან უღრელიძეა, რომელმაც BMG-სთან ფორუმზე განსახილველი საკითხების შესახებ […]
„ბალნეოლოგიური კურორტები არ რეკლამდება… – ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება“ – თბილისის ბალნეოლოგიური

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს, როგორც ბალნეო ტურისტული ცენტრის პოტენციალზე და საერთაშორისო მასშტაბით ამ მიმართულების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ყვავილაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ტურიზმს საქართველოსთვის დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია, თუმცა საქართველოს ამ მხრივ არ იცნობენ და ბიზნესს ნამდვილად სჭირდება ამ მხრივ სახელმწიფოს დახმარება. „აუცილებლად სჭირდება ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგან […]
მიკსერი: ქართული ოცნება ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ

“უცხოეთის აგენტების” კანონის ხელახლა ინიციირებით პარტია ქართული ოცნება ანადგურებს ქართველების მისწრაფებებს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუღალავად შრომობდა.