ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო – მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. ცნობისთვის, ორი დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ქმარმა ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება – ევროპარლამენტართა ჯგუფი რუსულ კანონზე

ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავრობის ნაბიჯებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნები შეასრულოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი დემოკრატიის პრინციპთან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუსაბამოა. ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მისდიონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის ევროპულ პრაქტიკას და არა რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული […]
8 აპრილს ლაზარეს მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

8 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება. ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ლაზარეს საქმის დასკვნითი პროცესის დროს გაიმართება. ამავდროულად, მეორე აქცია ჩატარდება პარლამენტთან, სადაც ქართული ოცნება ხელახლა იწყებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცედურებს. “ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება […]
“არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს” – თბილისში აქცია დაანონსდა

ორშაბათს, 8 აპრილს, პარლამენტში ხელახლა იწყება რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები. ამავე დღეს, ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება. ჩვენ პარლამენტთანაც და სასამართლოსთანაც ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით! 2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა ხელისუფლებას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე მონიშვნა. […]
“რუსული კანონი” კანდიდატის სტატუსის შეწყვეტის საფასურად – 22 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკომისიას

ვროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, […]
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს – 22 ევროპარლამენტარი

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს – 22 ევროპარლამენტარი ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც […]
კელი: სახ.დეპში მკაცრი განცხადება გაკეთდება, ოცნების ინიციატივებზე შემხვედრი პასუხი იქნება

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ აშშ-ში გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებითა და საქართველოში ყოფილი ელჩებით დაკომპლექტებული ჯგუფის შეხვედრა შედგა, რომელშიც მათ შორის კელი დეგნანიც მონაწილეობდა და ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე ისაუბრეს. ფორმულასთან საუბრისას კელი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტში “მკაცრი განცხადება” გაკეთდება რუსული კანონის ხელახლა ინიცირების საპასუხოდ. მისი თქმით, ენტონი […]
მაკდონალდსი ისრაელში ფრენჩაიზირებულ ყველა რესტორანს იყიდის

მაკდონალდსი ისრაელში ფრენჩაიზირებულ ყველა რესტორანს იყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი კვების ქსელი ბოიკოტის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ისრაელის ჯარისკაცებს უფასო კვება შესთავაზა. მაკდონალდსის კორპორაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეიძენს Alonyal-ს, რომელიც ფლობს 225 მაკდონალდსის რესტორანს ისრაელში. გარიგების პირობები არ გახმაურებულა.
მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებაზე, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია.
გიორგი ნონიაშვილი – ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს

ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ადიგენში მომხდარ ინციდენტს. როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ლახავს არამარტო მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას, არამედ ამით ფუნდამენტურად უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „ეს ადამიანები უძალოები და უუნაროები არიან იქ, სადაც რეაგირებაა საჭირო, მაგალითად, […]