შსს – სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო […]
22 ევროდეპუტატი ევროკომისიას: შეაფასეთ, თუ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

22 ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირებას და აცხადებს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად შეაფასოს იგი. “ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, […]
ირანი კვლავ შურისძიებით დაიმუქრა ისრაელის მიმართ დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმის და მისი „გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრის მკვლელობის გამო

ირანმა 5 აპრილს გაიმეორა დაპირება, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრის მკვლელობის გამო შურს იძიებს. სირიის დედაქალაქ დამასკში ირანის საელჩოზე თავდასხმა, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს, 1 აპრილს მოხდა. 5 აპრილს თეირანში დაასაფლავეს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შვიდი წევრი, რომლებიც დაიღუპნენ სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის დროს. Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში […]
“ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი ანტიდასავლური კანონი არ მოქმედებს” – შალელაშვილი

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთიან ფრონტად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, განსაკუთრებით საზოგადოების აქტიური ნაწილი, ახალგაზრდა თაობა მიიჩნევს, რომ საპარლამანტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ. მიმაჩნია, ეს კანონპროექტი არის მიმართული იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ასაჯაროებენ ასობით ფაქტებს ,ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის საქმეებზე. არსებობს მაგალითი , როცა მსგავსი […]
სვეტიცხოვლის ეზოში მიკვლეული უნიკალური ექსპონატი

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში მიკვლეული უნიკალური ექსპონატის შესახებ საინტერესო ინფორმაცისა ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე გვიზიარებს: “სვეტიცხოვლის ეზოში მიკვლეული მე-3-4 საუკუნის საწერი მოწყობილობა, ჰომეროსის, დემოსთენეს, მენანდრესა და მუზების გამოსახულებით, უანალოგო არტეფაქტი, აქვე თუ იმასაც გავიხსნებთ, რომ ამ პერიოდის ქართლში არსებობს მხატვართუხუცესის თანამდებობაც, კარგად გამოჩნდება რა დიდი ანტიკური კულტურის მატარებელი იყო ქართლის სამეფო, ამავე ხანაში კოლხეთში ფუნქციონირებდა ფილოსოფიური აკადემიაც… […]
რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე რობერტ კობლიაშვილმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.) ნახევარფინალურ შეხვედრაში დაამარცხა გერმანელი მოწინააღმდეგე ლუკას ლაზოგიანისი და ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ. რობერტ დინგაშვილი 65 კგ. გოდერძი ძებისაშვილი 74 კგ. ავთანდილ კენჭაძე 86 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების […]
აშშ-ის ხაზინა: ჩინეთის ჭარბი საწარმოო ძალები გლობალურად შეშფოთებას ზრდის

5 აპრილს, შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელინმა თქვა, რომ ჩინეთის ჭარბი საწარმოო შესაძლებლობები, ზრდის შეშფოთებას გლობალური ეკონომიკის ჩამოშლის თაობაზე. ეს საკითხი, ჩინეთის ოფიციალურ პირებთან ეკონომიკის თემაზე მიმდინარე ოთხდღიანი შეხვედრების ფოკუსში რჩება. ჩინეთის ქალაქ გუანგჟოუში ამერიკული სავაჭრო პალატის დაახლოებით 40 წარმომადგენლის მიმართ წარმოთქმულ შენიშვნებში, იელინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ძალიან დიდია იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის […]
World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო ისრაელმა სამხედროები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის საკითხზე გამოძიების შედეგად თანამდებობიდან ორი ოფიცერი გაათავისუფლა. ამასთან ერთად, მკაცრი გაფრთხილება მიიღო რამდენიმე უფროსმა სამხედრო მეთაურმა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისრაელის ძალებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ თავდასხმის ობიექტი ჰამასის ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამიტომ მიიტანეს დრონებით იერიში ღაზის სექტორში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი […]
იაპონია რუსეთში 164 საქონლის ექსპორტს კრძალავს – შეზღუდვები 17 აპრილიდან ამოქმედდება

იაპონია, ანტირუსული სანქციების ფარგლებში უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთში დამატებით 164 კატეგორიის საქონლის ექსპორტის აკრძალვას აწესებს. კერძოდ, აკრძალვა ეხება ავტომობილების ძრავებს, ლითიუმ-იონური და ნიკელ-მეტალის ჰიდრიდის ბატარეებს, გაზსადენებისა და ნავთობსადენების მილსადენებს, ნიტროცელულოზას, მცურავ ამწეებსა და დოკებს, მცურავ და წყალქვეშა საბურღ და წარმოების პლატფორმებს, იახტებს, სპორტული გემებს და სახანძრო ნავებს. შეზღუდვები 17 აპრილიდან ამოქმედდება.
AS: “ბარსელონა” “კვარას” ხელში ჩაგდებას ცდილობს – მხარეებს შორის კონტაქტები შედგა

AS-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდებას “ბარსელონა” ცდილობს. “ბარსელონა” “კვარას” ხელში ჩაგდებას ცდილობს “ღრმა კრიზისში მყოფმა “ნაპოლიმ” სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ “კვარა” 10 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით სერია A-ს მოთამაშეა, რომელმაც კარში ყველაზე მეტჯერ (101) დაარტყა ბურთი, ყველაზე მეტი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა (147), მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ […]