გიორგი ნონიაშვილი – ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს

ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც ხელისუფლება ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ადიგენში მომხდარ ინციდენტს.
როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ლახავს არამარტო მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას, არამედ ამით ფუნდამენტურად უპირისპირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ეს ადამიანები უძალოები და უუნაროები არიან იქ, სადაც რეაგირებაა საჭირო, მაგალითად, მოძალადე ისლამისტ ფუნდამენტალისტებთან ხოლმე, მაგრამ ცინიკურად უსამართლოები არიან კანონმორჩილი მოქალაქეების, მაგალითად, ქართველი მუსლიმების მიმართ, რომელთაც ლოცვის უფლება საკუთარ საკულტო დაწესებულებაში აქვთ.
ეს ვითარება, ძალადობრივი შინაარსი და შუღლის გაღვივება, რასაც „ქართული ოცნება“ ქმნის, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარს, რომელსაც ჩვენი დამფუძნებელი დედები და მამები ქმნიდნენ“, – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება