საფრანგეთში სკოლასთან 15 წლის მოზარდს სცემეს, ის მეორე დღეს გარდაიცვალა

საფრანგეთში, ვირი-შატილონში, სკოლასთან ახლოს 15 წლის მოზარდს მძიმედ სცემეს, რის შედეგადაც ის მეორე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. ქალაქის მერმა, ჟან-მარი ვილენმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ მოზარდი მუსიკის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა თავს დაესხნენ. თვითმხილველთა თქმით, ბალაკლავებში გადაცმული თავდამსხმელები მოზარდს მუშტებსა და წიხლებს ურტყამდნენ. დამნაშავეების ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. პოლიცია ბრალდებულთა ძიებას განაგრძობს და მათი […]

Apple 600-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

ელექტრომობილის პროექტის გაუქმების შემდეგ, Apple 600-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. Apple-მა კალიფორნიის დასაქმების დეპარტამენტს 614 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ უკვე მიმართა. კანონის თანახმად, დამსაქმებლებმა თანამშრომლებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს მასობრივ გათავისუფლებამდე 60 დღით ადრე უნდა აცნობონ.

მიწისძვრას ნიუ-იორკის შემოგარენში მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია

5 აპრილს, ნიუ-იორკის მახლობლად, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე შენობების ნაწილი შეარყია და მოსახლეობის მხრიდან გაოცება გამოიწვია, რადგან კონტინენტის ეს ნაწილი სეისმური აქტივობით დიდად არ გამოირჩევა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ ტექსბერიში, ნიუ-ჯერსის შტატის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკის დასავლეთით, დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს. შეერთებული შტატების […]

“ოდნოებზე! ოდნოებზე ჯობია!” – ტაბლიაშვილი ოცნებას

Facebook გებრძვით! რამე იღონეთ! პოლიტსაბჭო შეკრიბეთ!.. მამუკას რამე განცხადება გააკეთებინეთ! Love.ru – მაინც გაავრცელეთ ეს ქარდები! ოდნოებზე! ოდნოებზე ჯობია!

“კასპელ პოლიციელებს, ახმეტელ მასწავლებლებს, შსს-ს თანამშრომლებს და საკრებულოებს ვბლოკავ” – ჩერგოლეიშვილი

გადაუყვანიათ ყაზარმულზე ადმინისტრაციული რესურსი. კასპელ პოლიციელებს, ახმეტელ მასწავლებლებს, შსს-ს თანამშრომლებს და საკრებულოებს ვბლოკავ.

უპატრონო მკვდრები, მოკლე ვარცხნილობა და პოპკორნი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკას უჭირს

რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს ქვეყანაში უპატრონო მიცვალებულების რაოდენობის, მოკლე ვარცხნილობის და პოპკორნზე მოთხოვნის ზრდა. როგორც euronews წერს, ამ მაჩვენებლებს ბევრი რამის თქმა შეუძლია ეკონომიკის ჯანმრთელობაზე და საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს ყველაზე გავრცელებულ ტერმინებზე – როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), საგადასახდელო ბალანსი, საპროცენტო განაკვეთები ან გაცვლითი კურსი. მაგრამ იცოდით, რომ არსებობს სხვა ნაკლებად ცნობილი […]

“ოცნების” პროპაგანდა “Facebook”-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” მფლობელმა კომპანია “მეტამ” ყალბ ინფორმაციად მონიშნა – “ქართული ოცნების” ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია. კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო. ახლა ასობით გვერდზე […]

ბაქრაძის დუბლი – საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის პირველ ტურში, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა. თამაში მასპინძელთა შტურმით და ბაქრაძის დუბლით დაიწყო, თუმცა მეტოქემ ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 59-ე წუთზე იანუშაიტემ ანგარიში გაათანაბრა და მალე სწრაფი კონტრშეტევისას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარე გაბუნიამ არ გაატანინა. შემდეგ სტუმრებს კიდევ ერთი მომენტი […]

22 ევროპარლამენტარი – ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, […]

დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია – ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას

დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია – ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას. […]