ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დაბრუნებას – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი

„მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისგან, ასევე მთის ტრასების სააგენტოდან – ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას“, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისას მიიღეს ძალიან სამართლიანი პირობები და საინტერესო ღონისძიებები. „როგორც იცით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება აქ, არაჩვეულებრივ გუდაურში, საქართველოში. ჩვენ მივიღეთ […]

G20-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია არგენტინაში, თურქეთსა და რუსეთშია – Tradingeconomics.com

G20-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია არგენტინაში, თურქეთსა რუსეთშია. Tradingeconomics.com-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში არგენტინაში ინფლაციის დონემ 276%-ს მიაღწია, თურქეთში – 67%-ს, რუსეთში – 7.7%-ს. ეკონომიკური პორტალი აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაციას პანდემიის პიკის დროს არსებულ ამავე მაჩვენებელს ადარებს და წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 85.5% იყო და ხოლო პანდემიის პიკში რუსეთში – 17.8%. Tradingeconomics.com-ის […]

თურქეთმა უვიზო რეჟიმი გაუუქმა ტაჯიკეთის მოქალაქეებს

თურქეთმა უვიზო რეჟიმი გაუუქმა ტაჯიკეთის მოქალაქეებს – ეს ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა 6 აპრილს გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ანკარას დუშანბესთვის არ შეუტყობინებია თავისი გეგმა გაეუქმებინა უვიზო რეჟიმი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებდა და ტაჯიკეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევდა თურქეთში ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში დარჩენილიყვნენ.

იულია ნავალნაიას გერმანიაში, ერჰარდის სამიტზე მიენიჭება დემოკრატიის პრემია

აწ გარდაცვლილ რუს დისიდენტს, ალექსეი ნავალნის და მის ქვრივს, იულია ნავალნაიას გერმანიის წამყვან ფორუმზე მიენიჭებათ მედიის თავისუფლების პრემია, რომელსაც იულია ნავალნაია პირადად მიიღებს. ამ პრემიას ყოველწლიურად გადასცემენ ლუდვიგ ერჰარდის სამიტზე, რომელიც იმართება კონსერვატორი ექს-კანცლერის ხსოვნის პატივსაცემად. პრემიას გადასცემენ საჯარო ფიგურებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა მოახმარეს გამოხატვის თავისუფლებას, დიალოგსა და დემოკრატიას. 2023 წელს ეს პრემია მიენიჭა რუს […]

ყველაზე ლოიალური მომხმარებელი ამერიკულ და გერმანულ მარკებს ჰყავს – Consumer Reports

2024 წელს ავტო ინდუსტრიაში ყველაზე ლოიალური მომხმარებელი ამერიკულ Rivian-ს ჰყავს. ხუთეულშია გერმანული Mini, BMW და Porsche და ისევ ამერიკული Tesla. საუკეთესო და ყველაზე ცუდი საავტომობილო ბრენდების რეიტინგი მფლობელთა ლოიალურობის მიხედვით Consumer Reports-მა ყოველწლიური გამოკითხვით შეადგინა. კვლევაში 330 000-ზე მეტი მანქანის მფლობელი მონაწილეობდა. მათ ეკითხებოდნენ – იყიდდნენ თუ არა ერთი და იგივე მანქანას კვლავ. Consumer Reports-ი […]

ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ განცხადებას შსს-ს ავრცელებს. „თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი […]

შსს თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ განცხადებას შსს-ს ავრცელებს. „თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი […]

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა”

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება. „აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას […]

ქართველმა წყვილმა სინქრონულ ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სინიორებს შორის სინქრონულ ხტომაში მარიამ რაგიმოვასა და ანანო აფაქიძის წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ფინალში ბატუტზე მხტომელები დაგროვებული 47.280 ქულით ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მარიამ რაგიმოვამ და ანანო აფაქიძემ გუნდურ ასპარეზობაში, ლუბა გოლოვინასთან და თეონა ჯანჯღავასთან ერთად, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ისტორიული გამარჯვება […]

როგორ პარტნიორობას გვთავაზობს დასავლეთი, უსიტყვო მორჩილებას თუ თანასწორობას? როგორ იზომება ჩვენი უფლებები, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რისი არა?”

„ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება ამდენი შეურაცხყოფით. შემდეგ იტყვიან, ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევიანო. გამჭვირვალობის კანონზე შემოტევით დასავლეთი ჰარაკირის იკეთებს საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და იმ კამპანიას ეხმიანება, რომელიც უცხოური ძალების დაკვეთით რადიკალური ძალების მიერ ხორციელდება საქართველოში და მიმართულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. თამარ ჩიბურდანიძის თქმით, იმ შეურაცხყოფას, რასაც დასავლეთი ავლენს, […]