ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან 3 პირი, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, უცნობია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშვდა 4 მოქალაქე. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.
კიევის განცხადებით, სამი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსეთის მორიგ თავდასხმებს

სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ფრონტისპირა ქალაქ გულიაიპოლეზე, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონში 7 აპრილს, დილით – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს საჰაერო და საარტილერიო იერიშებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. “ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპნენ თავიანთი სახლის ნანგრევებში, რომელსაც რუსეთის ჭურვი მოხვდა” – წერს ადგილობრივი გუბერნატორი, ივან ფედოროვი ტელეგრამით. რუსეთმა […]
ლავროვი 8-9 აპრილს ჩინეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 8-9 აპრილს ეწვევა რუსეთის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორ სახელმწიფოს, ჩინეთს, რათა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან განიხილოს “საკითხთა ფართო სპექტრი”, მათ შორის “უკრაინის კრიზისი” – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი 7 აპრილს. რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პროგრამა მოიცავს ორმხრივი კავშირების საკითხსაც და თანამშრომლობასაც […]
ზოგიერთ „დაუძინებელ მეგობარს” საკუთარ სახლში თავზე ემხობა საარჩევნო წელიწადი, მაგრამ ურჩი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის წელსაც მაინც იცლიან

„გვიახლოვდება საკრალური 9 აპრილის 35 წლისთავი. ამჟამად ევროსაბჭოთა კავშირი გვაქვს დასამარცხებელი. საკრალურ 40-წლისთავთან დარჩენილ 5 წელიწადში უნდა შევძლოთ და მოვასწროთ ჩვენი „იორდანეს” (ენგურის) გადალახვის მოახლოება. ამას კოლონია ვერ შეძლებს. ამას შეძლებს ღირსეული და თავისუფალი ერი. ჩვენ არაერთ კოლონიზატორს გამოვექეცით – ამასაც დავამარცხებთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. პოსტში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ […]
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა. ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. […]
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩოხატაური-ზომლეთის გზასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, რეაბილიტირებული საავტომობილო გზა, 2023 წლის შემოდგომაზე გურიაში განვითარებულმა სტიქიამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. მათივე განმარტებით, „ამ ეტაპზე, გრძელდება მეწყრული […]
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი – ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დაბრუნებას

მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისგან, ასევე მთის ტრასების სააგენტოდან- ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისას მიიღეს ძალიან სამართლიანი პირობები და საინტერესო ღონისძიებები. “როგორც იცით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება აქ, არაჩვეულებრივ გუდაურში, საქართველოში. ჩვენ მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა […]
თბილისში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

დაახლოებით დილის 12:00 საათისთვის თბილისში, ისნის რაიონში აფეთქბის ხმა გაისმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მოხდა. ამ დროის მონაცემებით, დათუპულია ორი ადამიანი, დაშავებული 4 ადამიანი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკებში. ბოჭორმის ქუჩაზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სხვა დეტალები უცნობია.
შსს – ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. “შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა […]
რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ ღამით ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა საცხოვრებელ უბანს კონტროლირებადი ბომბით დაარტყეს, რის შედეგადაც ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინაში 85 წლის ქალი დაიღუპა. ამასთან, ვრცელდება […]