ალექსანდრე კრევო ასათიანი – “ქართული ოცნება” სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვეღარ გამოიყენებს

„ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვეღარ გამოიყენებს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა. ასათიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის დასუსტებული და იზოლირებული. “ქართული ოცნება” სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვეღარ გამოიყენებს. „ქართული ოცნება“ არის დასუსტებული და იზოლირებული, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კიდევ უფრო იზოლირებული გახდება. სამწუხაროა, როცა, ჩვენ, […]

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ შესახებ – „დამპირდნენ რომ ეს არ მოხდებოდა“

გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოეთის აგენტების კანონის“ ინიცირებას. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ მსგავსი კანონი არ იქნებოდა მიღებული“ – წერს მერი ლოლერი. გაეროს […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი: ბოჭორმის ქუჩაზე დაშავებული 4 პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ჯერ უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები – „მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება“. „მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო […]

“მეუღლის ძმამ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით დაზიანებები მიაყენა”

11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს – ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]

კანონპროექტზე ისტერია გრძელდება – არასამთავრობოებმა ამჯერად დევიდ კრამერი გამოაგორეს, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს

კანონპროექტზე ისტერია გრძელდება – არასამთავრობოებმა ამჯერად დევიდ კრამერი გამოაგორეს, რომელიც ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის სანქციის დაწესებისკენ მოუწოდებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ცალკეული მედიასაშუალებების ისტერიული კამპანია გრძელდება, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს ეხება. ფეისბუქ სივრცეში აქტიურად იბლოკება ხელისუფლების მიერ განმარტებული ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, აქტიურად ვრცელდება მხოლოდ მათი მოსაზრებები და პოზიციები. უცხოური დაფინანსებით მომუშავე მედიები დასპონსორებულ […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი – ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. როგორ სუხიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, მისთვის უცნობია სასროლეთში აფეთქების გამომწვევი მიზეზები. „ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება. რაც შეეხება 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე […]

შალვა პაპუაშვილი ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა – პაარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული […]

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა”

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება. „აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას […]

“შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია” – ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში გადაღებული ფოტოს ისტორიები გაიხსენა და “ზღაპრის ბოლო კეთილია” შეასრულა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი კლუბის არხთან სამი ფოტოს ისტორია გაიხსენა და “ზღაპრის ბოლო კეთილია” კიდევ ერთხელ შეასრულა. პირველი ფოტო: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს ძალიან ემოციური იყო, მე ბევრი ხალხის წინაშე ვიდექი სცენაზე. მთვრალი არ ვყოფილვარ, როგორცე ეს შეიძლება ბევრს ეგონა. ეს ისეთი ემოციური იყო და მე ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ამის […]

ავარია იმერეთში – დაშავებულია ათამდე ადამიანი

ცოტა ხნის წინ იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახახულევთან ავარია მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. დაშავებულია ათამდე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ლიტვიდან არიან. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ. ავარიის შედეგად მსხვერპლი არ არის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამედიცინო ბრიგადები.