ფასდაკლებით ნაყიდი ქონება და ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა – ვინ არის ახალი მეწილე, რომელიც ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს

ფასდაკლებით ნაყიდი ქონება და ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა – ვინ არის ახალი მეწილე, რომელიც ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, საბოლოო შეთანხმების მიხედვით, 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. საინვესტიციო ვალდებულებით ინვესტორს ადგილზე მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, უკრაინა ომს წააგებს

აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება გადარჩეს, როგორც ქვეყანა, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს. შეგახსენებთ, ზელენსკიმ 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ […]

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 10 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 – მცხეთა-მთიანეთის, 35 […]

ვალუტის კურსი MBC-ში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სანდო საფინანსო ორგანიზაცია MBC მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას. თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ხშირად გიწევს, განაგრძე სტატიის კითხვა, რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენ. MBC-ში უკეთესი ვალუტის კურსია სანამ ვალუტას გადაცვლი, აუცილებლად გადაამოწმე რას გთავაზობს ემბისი. ეწვიე ვებგვერდს mbc.com.ge და შემოთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალში აირჩიე სერვისი – ვალუტის გადაცვლა. ვებგვერდზე მარტივად ნახავ […]

შერმადინს მარტის თვის MVP-ის ტიტული “ჟირონასთან” მოგებული მატჩის წინ გადასცეს

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” მაგარ ფორმაში ჩადგა. სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ კანარელები გამარჯვების გზებზე დადგნენ და უმეტეს შეხვედრებს სათავისო შედეგით ასრულებენ. ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი “ჟირონა” გამოდგა, რომელიც შერმადინის გუნდმა 74:60 დაამარცხა. შერმადინმა 28 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. […]

ისრაელსა და ღაზაში უარყოფენ ინფორმაციას, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ

ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, – ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ. ამასთან, ლიბანური სატელევიზიო არხი Al-Mayadeen-ი […]

ყაზახეთში მასშტაბური წყალდიდობაა

ყაზახეთის ათ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მასშტაბური წყალდიდობის გამო. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 200-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია ორის სიკვდილი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დატბორილია 5000-ზე მეტი სახლი. წყლით დაფარულია საავტომობილო გზები. სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვეტილია 61 დასახლებულ პუნქტში. დანგრეულია ხიდები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები. ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ ბოლო […]

დიმიტრი მედვედევი – „კროკუსში“ განხორციელებული ტერაქტის ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს. „პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაველოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე […]

აქტივისტებს, რომლებიც ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ, თავს დაესხნენ

აქტივისტებს, რომლებიც ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებს ხსნიდნენ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. სამოქალაქო აქტივისტები იხსენებენ, რომ თავდამსხმელები აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, მათ შორის, პოლიციის თვალწინაც. “ჩემს მეგობრებთან ერთად ვცდილობდი ამ პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხსნას, ვინაიდან დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. ამ დროს მოვიდა ერთი ახალგაზრდა ჩვენთან, დაიწყო აგრესიული ქმედება ჩვენ მიმართ და განსაკუთრებით ჩემს მიმართ, ფიზიკურადაც […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. კანონპროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების” სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად “ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, […]