ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს, გამოცხადდეს. სხდომა 8 აპრილს, 14:30 საათზე არის ჩანიშნული. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე […]
პარლამენტის ბიუროს დღეს „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ” კანონპროექტიც წარედგინება

პარლამენტის ბიუროს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი წარედგინება. ორივე პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს. ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 აპრილის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 17 დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელ და […]
IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული ინციდენტი იყო

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინა და რუსეთი ინციდენტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 7 აპრილს განხორციელებული შეტევისას ფიზიკური ზემოქმედება იყო სადგურის ექვსიდან ერთ რეაქტორზე. დაშავდა ერთი ადამიანი. სააგენტოს განცხადებით, სადგურის მეექვსე ენერგობლოკის დაზიანებას საშიშროება არ შეუქმნია ბირთვული უსაფრთხოებისთვის, თუმცა, მსგავს სერიოზულ ინციდენტს შეუძლია დაარღვიოს […]
მედია – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, – ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა Al Qahera News-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ გრძელდება მცდელობები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. „კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდი თვალსაზრისების დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს განიცდის“, – ციტირებს Al Qahera News-ი წყაროს. მისი […]
ისრაელის გენშტაბის უფროსი – შორს ვართ ღაზაში ოპერაციების შეწყვეტისგან

ისრაელის თავდაცვის ძალები შორსაა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისგან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. “ღაზის სექტორში „ჰამასის“ არცერთ ბრიგადას არ დავტოვებთ აქტიურს. ჩვენ გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ, როცა გადავწყვეტთ”, – განაცხადა ჰალევიმ და დასძინა, რომ ღაზაში მათი მიზნები სრულად არ არის მიღწეული, მათ შორის, ყველა მძევლის დაბრუნება, […]
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. რაფაელ გროსის განმარტებით, მომხდარი წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის […]
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. რაფაელ გროსის განმარტებით, მომხდარი წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. „ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ – და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა – თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში […]
სერგეი ლავროვი პეკინში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პეკინში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლავროვი ჩინეთში 9 აპრილამდე დარჩება და ჩინელ კოლეგასა, ვანგ ის შეხვდება. რუსული მედია იუწყება, რომ მინისტრები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის, ურთიერთობისა და მუშაობის საკითხებს გაერო-ში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში, „დიდ ოცეულში“, ასევე რეგიონულ საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და აზია-წყნარი ოკეანის […]