გამონახეთ ერთი წუთი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. იუბილეს აღნიშვნის ტრადიცია ორგანიზაციის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ დამკვიდრდა და ყოველწლიურად ამ კონკრეტულ დღეს, ჯანდაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ემსახურება. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის უფლებას საფრთხე სულ უფრო მეტად ექმნება. სხვადასხვა […]

გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ჯილდო 4 წლის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა […]

ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2024

ვახტანგ ძაბირაძე – რა მოჰყვება სკანდალური კანონპროექტის უკან შებრუნებას?! ვინ იმარჯვებს დიდ საინფორმაციო ომში ანა ნაცვლიშვილი – “გირჩი” უკვე გაფორმდა “ქართული ოცნების” ოფიციალურ დანამატად” “სპეცტრიბუნალი პუტინისათვის” შესაძლოა წელსვე შეიქმნას – რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში ლევან ლორთქიფანიძე – “ოცნება”, სავარაუდოდ, კანონს გაიტანს და არა მგონია, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვეს” * * * ვახტანგ ძაბირაძე – რა […]

რატომ უნდა აიღო ავტო სესხი

უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა იწყებს ფიქრს მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაზე – ეს ავტომობილის შეძენაა. ამ დროს თავში ათასნაირი აზრი გიტრიალებს და ჩნდება უამრავი კითხვა თუ რა და როგორ ჯობია. იქნებ სჯობს ცოტა მოიცადო და ფული მოაგროვო? და რამდენი წელი დაგჭირდება იმ თანხის მოსაგროვებლად, რომ შენი ოცნების მანქანა იყიდო? ან იქნებ სესხის აღება ჯობია? სად […]

“ლივერპულთან” მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, “იუნაიტედი” პატარა კლუბივით თამაშობს – როი კინი

პრემიერლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლივერპულს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. “წითელი ეშმაკების” ლეგენდამ, როი კინმა, შეხვედრის შემდეგ “მანკუნიანელთა” თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა. “როგორც ჩანს, ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ რამდენიმე ჭიქა ღვინოც დააგემოვნა. ის ბედნიერი ჩანდა… “მანჩესტერ იუნაიტედი” პატარა კლუბივით თამაშობს. ახლა ისინი “ასტონ ვილასთან” და “ტოტენჰემთან” ერთად მე-4-მე-5 ადგილებისთვის იბრძვიან და […]

შინაარსში არ უნდა შევიდეთ, ეს არის რუსული კანონი – ზურაბ ჯაფარიძის ძმა გამჭვირვალობის კანონზე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ აცხადებს, რომ მისი შინაარსი არ უნდა განიხილონ. როგორც “ფორმულას” ეთერში ჯაფარიძემ აღნიშნა, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ იმაზე უნდა ისაუბრონ, რომ კანონი რუსულია და მისი შინაარსის განხილვაზე უარი თქვან. “განსხვავებული მესიჯებიც შემოგვთავაზეს, განსხვავებული გზავნილები აქვთ, რიტორიკა განსხვავებულია. მათ უნდათ, რომ შევიდეთ განსაკუთრებით შინაარსში, რომ ჩაიკარგოს, რომ ეს […]

სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ლავროვი მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ზახაროვას განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, კოლეგები განიხილავენ უკრაინასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებას. ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. სერგეი ლავროვის ვიზიტი […]

დღეს შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 8 აპრილს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზარწემის და ქვემო აჟარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

როგორია ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში დაშავებულების მდგომარეობა

ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება 59 წლის კაცი, რომელიც გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების დროს და დაშავდა. ექიმების შეფასებით, მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ 2 დაზარალებული – 30 და 39 წლის მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “კურიერი” ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორს გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა. “ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. […]

საგამოძიებო მოქმედებები სასროლეთში მომხდარზე გვიანობამდე გაგრძელდა – შსს რამდენიმე ვერსიას განიხილავს

ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი მომხდარი აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების ერთდროულად რამდენიმე ვერსიას განიხილავს, თუმცა ძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აფეთქების ხმა ავლაბარში გუშინ დღის 12:00 საათისთვის […]