არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ადამიანები დაშავდნენ

ყიზილაჯლოს 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი თინათინ ნოზაძე აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ადამიანები დაშავდნენ, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნოზაძე აცხადებს, ის ადგილზე სიტუაციას აკვირდებოდა. მისივე განმარტებით, უთითებდა პირებს, რომელსაც მარკირებას არ უკეთებდნენ, რის გამოც, მას უთხრეს, რომ ოთახი […]
სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი – მამუკა მდინარაძე არჩევნების მიმდინარეობაზე

ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე უზრუნველყოფენ საჩივრების წერას, რომ საჩივარი ბევრი იყოს, ასეთი მდაბიო “ფეიკ” კამპანიით ცდილობენ ისინი პროვოკაციის მოწყობას თუ ფონის შექმნას, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედია გამოჩნდება, იქ აპოკალიფსური სურათი […]
„კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“- სოფო ჯაფარიძემ ხმა მისცა

საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას – “კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ – ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. […]
მარნეულში საარჩევნო უბანზე ენმ-ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს სცემეს

დაპირისპირება იყო მარნეულის 74-ე უბანზე. არსებული ინფორმაციით, უბნიდან ცდილობდნენ, გაეძევებინათ დამკვირვებელი, რომელიც დარღვევებზე მიუთითებდა, მოგვიანებით შენობაში შევიდნენ უცნობი პირები და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. „მთავარ არხთან“ აქტივისტი კახა კვეკვესკირი ჰყვება, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაციის გასარკვევად მივიდნენ, რა დროსაც გარკვეული ადამიანების ჯგუფი შევიდა შენობაში, დაიწყეს შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება. დამკვირვებელი, რომლის გაძევებასაც ცდილობდნენ, „მთავართან“ ჰყვება: „მარკირებაზე რამდენიმე […]
მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა 68 უბანზე – „ჩემი ხმა“

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა” დილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე დაკვირვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ● მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით – 49 უბანზე; ● ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა 8 უბანზე; ● მარკირების გაკეთების წესის დარღვევა […]
ბაღდათში, სოფელ დიდველაში საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა – ამომრჩეველმა საარჩევნო აპარატურა დააზიანა

ბაღდათში, სოფელ დიდველაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ამომრჩეველმა, რომელიც ხმის მისაცემად იყო მისული, საარჩევნო აპარატურა დააზიანა და საარჩევნო პროცესი შეაფერხა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ფაქტი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ადგილზე მყოფმა პირებმა, ვერც რეაგირებდა და ვერც აღნიშნული პირის შეკავება მოახერხეს. ადგილზე ამ ეტაპისთვის საარჩევნო პროცესი აღდგენილია და არჩევნები ერთი აპარატურით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის 69-ე უბანზე ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის […]
მამუკა მდინარაძე – როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ – „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი – ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ – „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი – ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც ჩვენ აუცილებლად გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო არსებული დინამიკით განვითარებას გააგრძელებს, მომდევნო წლებში საქართველოს […]
პრემიერი – მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის

ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, შევძლებთ ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას თუ წავა პროცესები იმ სცენარით, რა სცენარითაც გვთავაზობდა მოვლენების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა მნიშვნელოვანია, იმისათვის, […]
ირაკლი შატაკიშვილი – დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს მივეცი ხმა

„ქართული ოცნების” დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიული სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, საკუთარი არჩევანი რუსთავის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, ხმა დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს მისცა. „ქვეყნის ერთიანობას, ქალაქების და სოფლების განვითარებას, დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და იმ ევროპულ მომავალს მივეცი ხმა, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა უკვე ათწლეულებია იღვწის. ჩვენი მოქალაქეობრივი […]