12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 22,22%-ია

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 22,22%-ია. უბნების გახსნიდან ოთხ საათში საკუთარი არჩევანი 776 726-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი მეტია გასული საპარლამენტო არჩევნების აქტივობაზე, თუმცა ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე, როცა ხელისუფლება შეიცვალა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 12:00 საათზე ხმა 681 583 -ს ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, რაც ამომრჩეველთა 19,41 % იყო. ხოლო 2012 წელს უბნების გახსნიდან […]

სოფელ დიდველაში მოქალაქე საარჩევნო უბანზე შეიჭრა და ტექნიკა გაანადგურა

ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდველაში, 23-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქე შეიჭრა და საარჩევნო პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკა გაანადგურა, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერებული იყო. როგორც ცნობილია, მოქალაქის ამ ქმედებას წინ არანაირი დაპირისპირება უძღვოდა. ის შეიჭრა და ელექტრონული მოწყობილობა, ვერიფიკაციის აპარატი და საარჩევნო ყუთი გაანადგურა. ამ დროისთვის, სოფელ დიდველაში, არჩევნები ძველი წესით მიმდინარეობს.

მაშველი რგოლი „ოცნებას“ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან

რუსეთმა საქართველოში საპარლამენტო არჩვენების დღეს, კიდევ ერთი მაშველი რგოლი გადმოუგდო „ქართულ ოცნებას“. კრემლის მაღალჩინოსნების მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, ამჯერად, ივანიშვილის პარტიისთვის ხმის მიცემისკენ „თანამემამულეებს“, „რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ მოუწოდა. ცეცხლაძე, რომელიც 2021 წლიდან უდგას სათავეში „ქართულ დიასპორას“, 4 ოქტომბერს, პუტინმა სპეციალური ბრძანებით, რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა. „მე ვფიქრობ, რომ კარგი […]

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის […]

მამუკა მდინარაძე – სადაც გამოჩნდებიან ხოლმე „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, იქ იხატება აპოკალიფსური სურათი – ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა

ოზურგეთში დააფიქსირეს შემთხვევა, სადაც თურმე, კომისიის წევრმა ამომრჩეველი გადაკოცნა. ამ დონეზე უზრუნველყოფენ საჩივრების წერას, რომ საჩივარი ბევრი იყოს, ასეთი მდაბიო “ფეიკ” კამპანიით ცდილობენ ისინი პროვოკაციის მოწყობას თუ ფონის შექმნას, თითქოს, რაღაც სერიოზული ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედია გამოჩნდება, იქ აპოკალიფსური სურათი […]

პრემიერი – ვიღაცები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან რადიკალურ ოპოზიციასა და ევროპას შორის – რუსეთთან და ევროპასთან დაკავშირებით ე.წ. დილემა არის ჩვეულებრივი სიყალბე

ვიღაცები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან რადიკალურ ოპოზიციასა და ევროპას შორის – რუსეთთან და ევროპასთან დაკავშირებით ე.წ. დილემა არის ჩვეულებრივი სიყალბე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიევროპული და ყველაზე ანტიქართული ძალა და ამ პოლიტიკურ სპექტრში „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პროევროპული […]

თამარ კორძაია – ის, რაც მარნეულში ხდება, სრული კატასტროფაა – შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასე „წარმატებულად“ არჩევნების ჩატარებას

ის, რაც მარნეულში ხდება, არის სრული კატასტროფა – შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ ასე „წარმატებულად“ არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც კორძაიას მტკიცებით, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე აზატ ქარიმოვზე ფიზიკურად იძალადეს. „მივმართავ საქართველოს […]

კირ სტარმერი – ირანმა ისრაელის შეტევას არ უნდა უპასუხოს

ირანმა ისრაელის შეტევას არ უნდა უპასუხოს, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს. „ისრაელს უფლება აქვს ირანის აგრესიისგან თავი დაიცვას. ასევე, ჩვენ შემდგომი რეგიონული ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ირანმა არ უნდა უპასუხოს“, – განაცხადა კირ სტარმერმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი […]

ცესკო – 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი – 20 903; ქვემო ქართლი – 83 448; შიდა ქართლი – 51 522; სამცხე-ჯავახეთი – 31 651; რაჭა ლეჩხუმი – 9 096; […]

ლევან დავითაშვილი – ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას

ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყნის განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება. „ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია […]