ირაკლი შატაკიშვილი – დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს მივეცი ხმა

„ქართული ოცნების” დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიული სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, საკუთარი არჩევანი რუსთავის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, ხმა დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს მისცა.
„ქვეყნის ერთიანობას, ქალაქების და სოფლების განვითარებას, დამოუკიდებელ, მშვიდობიან, ღირსეულ სახელმწიფოს და იმ ევროპულ მომავალს მივეცი ხმა, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა უკვე ათწლეულებია იღვწის. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი დღეს ყველამ უნდა მოვიხადოთ. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო პროცესი ისე წარიმართება, როგორც ღირსეულ საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას შეეფერება”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება