თემურ ჭყონია – ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია

ჩვენი მომავალი ცივილიზებული სამყაროა და არა იზოლაცია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირა. „ჩვენ ვირჩევთ საქართველოში ახალ სისტემას, რაც ძალიან საინტერესოა. ცვლილებები უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ დღეს ეს ცვლილება თუ არ მოხდა, მერწმუნეთ, ჩვენი მომავალი არის გაურკვეველი. პირველი ის, რომ ასე ვთქვათ, […]

რუსთავში საარჩევნო პროცესს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი აკვირდება

რუსთავში საარჩევნო პროცესს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი აკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯგუფის ხელმძღვანელის არზუ ნაგიევის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. „ჩვენ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატები დილიდან ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს. ათ უბანზე ვიყავით, ვესაუბრეთ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს. ეს არჩევნები ძალიან […]

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება. როგორც მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაწერილია 5 პროცედურული საჩივარი, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს. „ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არის 116 526. 12:00 საათიანი აქტივობა არის, 23 133 ამომრჩეველი. ამ ეტაპისთვის, რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა არის […]

მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე – ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაყალბების თეორიული შანსიც კი გამორიცხულია. „ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა. ელექტრონულ არჩევნებში თეორიული შანსიც კი ირიცხება გაყალბების […]

მაღალი ფსონები საქართველოს არჩევნებში – BBC

„ქართველები მიდიან არჩევნებზე, რათა გადაწყვიტონ, დაასრულონ თუ არა მზარდად ავტორიტარული სტილის მმართველობა და გადამწყვეტი არჩევნებით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წაწიონ“ – ასე იწყებს თავის სტატიას BBC საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ. სტატიის ავტორი პოლ კირბი წერს: „ხუთიდან 4 ამომრჩეველი ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან 5 […]

320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე – პრემიერი კობახიძე

320 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და იმოქმედა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, გააკეთა საკუთარი არჩევანი და თითოეულ ამომრჩეველს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ ასევე გაგრძელდება საარჩევნო […]

მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს – ეკონომიკის მინისტრმა ხმა მისცა

„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება. „ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და […]

დღეს, თითოეული მოქალაქე არის ქვეყნის მმართველი – თემურ ჭყონია

“მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქე დღეს არის ქვეყნის მმართველი და მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჭყონიამ განცხადება საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც მან არჩევანი შვილთან – სოფო ჭყონიასთან ერთად გააკეთა. „დღეს, თითოეული მოქალაქე, თითოეული ამომრჩეველი არის ქვეყნის მმართველი, სწორედ მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, წარმატება და იმიჯი. მთელი […]

უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე – სოფო ჭყონია

ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავასრულოთ საქართველოში სიბნელე, – ამის შესახებ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა, სოფო ჭყონიამ განაცხადა. სოფო ჭყონია ხმის მისაცემად უბანზე მამასთან, თემურ ჭყონიასთან, ერთად მივიდა. როგორც ჭყონიამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განმარტა, ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა. „ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და არ იცის ვის მისცემს ხმა, […]

ჩემი ხმა: ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

მათი ცნობით, ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. ლონდა თოლორაიას განცხადება დარღვევებზე: “წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას დილის 9:00 საათიდან 11:00 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე. დილის 11:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1029 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კენჭისყრის დაწყებიდან 11 საათამდე პერიოდში: ● მარკირება […]