საქართველოდან ოქტომბერში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქეა გაძევებული, მათ შორის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველ სამუშაო კვირაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: გასული კვირის შედეგები ასე ნაწილდება:
ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, ცნობილი ფეხბურთელი დაიღუპა

ესპანეთში წყალდიდობას საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა. ტრაგიკულ ინფორმაციას Valencia CF ეხმიანება და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს. “ვწუხვართ მომხდარი კატასტროფის გამო, რომელსაც ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა,“ -წერს საფეხბურთო კლუბი. 28 წლის ხოსე თავისი ქვეყნის უამრავ კლუბში თამაშობდა, მათ შორის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა ლა ლიგის გიგანტებში თამაშით. ვალენსიის აკადემიაში კასტილიეხო ნახევარმცველის პოზიციაზე იმყოფებოდა. […]
დღეს დიმიტრის შაბათია, მიცვალებულთა მოხსენიების დღე – რა უნდა ვიცოდეთ

დიმიტრის შაბათი ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მივაგებთ. ეს მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წლის ბოლო მოსახსენიებელი შაბათია. ამ დღეს უპირველეს ყოვლისა გარდაცვლილი მშობლები მოიხსენიება. ეს ყველა ადამიანის მთავარი მოვალეობაა. უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბებია–ბაბუები, რომლებმაც მშობლებს სიცოცხლე მისცეს. პირდაპირი და ირიბი ხაზით ნათესავებისთვისაც უნდა ილოცოთ. ლოცვებით მორწმუნეები უფალს გარდაცვლილების ცოდვების მიტევებას სთხოვენ. […]
სოფო ჯაფარიძე – პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ – ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან, რომელთა გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს. „რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე […]
კიევის ექვს რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა

კიევის ექვს რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი პოპკოს ცნობით, დრონის ნამსხვრევები კიევში, ერთ-ერთ შენობას მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებული. კიევში აფეთქებების ხმა დილიდან ისმის. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში, […]
ისრაელის არმია იტყობინება, რომ მოკლა ჰამასის პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრი

ისრაელის არმია იტყობინება პალესტინური დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) პოლიტბიუროს კიდევ ერთი წევრის, იზა ალ-დინა კასაბის ლიკვიდაციის შესახებ. მათი განცხადებით, კასაბი და მისი დამხმარე დაიღუპნენ ავიადარტყმის შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე რაიონში, ხან-იუნისაში. კასაბი ხელმძღვანელობდა ჰამასის სტრატეგიულ და სამხედრო ურთიერთობებს სექტორში არსებულ სხვა დაჯგუფებებთან. ცახალი (ისრაელის თავდაცვის ძალები) ირწმუნება, რომ კასაბი იყო […]
რუსებმა ხარკოვში პოლიციის შენობა დაბომბეს – დაშავდა 26 ადამიანი, არის მსხვერპლიც

რუსებმა ხარკოვში პოლიციის შენობა დაბომბეს – მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 სამოქალაქო პირია, 22 კი სამართალდამცველი. ეროვნული პოლიციის მეთაური, ივან ვიგოვსკი ამბობს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, С-300 ტიპის ორი რაკეტით განხორციელდა.
ავარია სოფელ კოდაში – ქალი მანქანაში დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.
“ლუკმენი “კვარას” ამიტომ მირჩევნია” – “ნაპოლის” და “ატალანტას” ყოფილი ფეხბურთელი

“ნაპოლისა” და “ატალანტას” ყოფილ ფეხბურთელს ინასიო პიას, Marte Sport-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიასა და ადემოლა ლუკმენის შედარება სთხოვეს. ვეტერანმა მოთამაშემ არჩევანი ნიგერიის ნაკრების შემტევის სასარგებლოდ გააკეთა. “ნაპოლისა” და “ატალანტას” დაპირისპირება დიდებული იქნება, ორივე გუნდი ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, მათ შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავთ, ეს ნამდვილი შოუ იქნება. “პარტენოპეის” უზარმაზარი ტალანტი აქვს, ლუკაკუ ბრწყინვალე ფორმაშია, ნერეში კი თამაშებს იგებს. […]