– პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ – ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან, რომელთა გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ქართველ ხალხს დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი გამარჯვება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს