შსს – საქართველოდან, გასული თვის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქეა გაძევებული, მათ შორის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის […]

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოტქვამს წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო “საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.” – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში. გია ხარჩილავა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოსთვის გაზის მიწოდების უმთავრესი წყარო კვლავ აზერბაიჯანია

წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იყიდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეშიც საქართველოში აზერბაიჯანიდან ამავე ოდენობის გაზის იმპორტი განხორციელდა. აზერბაიჯანმა წელსაც გაზარდა ევროპაში გაზის ექსპორტი თანაც მნიშვნელოვნად თითქმის მილიარდი კუბური მეტრით. ჯამში 2024 წლის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა ევროკავშირში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტზე სულ 18.4 […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7264; 1 ევრო – 2.9595; 1 ფუნტი – 3.5203; 1 ლირა კი 0.0794 ლარი ეღირება.

აშშ უკრაინისთვის 425 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აანონსებს

აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში განხორციელდება. პაკეტი მოიცავს NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტებს, Stinger რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ […]

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა კონცერტით „ვენეციური ბაროკო“, რომელშიც იტალიელი ვირტუოზი ჩელისტი დავიდე ამადიო და „საქართველოს სინფონიეტა“ მონაწილეობდნენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფესტივალი განსაკუთრებულ სეზონს გვთავაზობს – გაიმართება რვა კონცერტი, მასტერკლასები და სამი საჯარო ლექცია. კონცერტები ჩატარდება რუსთაველის […]

ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ დოლიძე ფეისბუკზე წერს. როგორც ნინო დოლიძე განმარტავს, ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით და გულისხმობს: “ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი. „ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო […]

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა. „2024 წლის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული ინფორმაციიდან და პოტენციური ძალადობისა და უკანონო ქმედებების შესახებ არსებული შეშფოთებებიდან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რეაგირებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ. შეგახსენებთ, გასულ კვირას, ვაშინგტონის შტატში საარჩევნო ყუთს ცეცხლი წაუკიდეს. ინსლის ცნობით, ხანძრის შედეგად, […]