“იქნება თუ არა სენსაცია სკუდეტოს მოგება?” – რა უპასუხა კონტემ ჟურნალისტს

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ატალანტასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “პარტენოპეის” დამრიგებელს ჰკითხეს, იქნება თუ არა სასწაული “ნაპოლიმ” რომ სკუდეტო მოიგოს. “მორწმუნე კაცი ვარ, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი, ვისაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ყოველთვის ვლოცულობ, ამას ჩემი გუნდისთვისაც ვაკეთებ, რომ ყველანი ჯანმრთელები იყვნენ. ჩვენ ყველამ, შეფ-მზარეულიდან დაწყებული, ექიმებით დამთავრებული, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშავოთ, […]

მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტში – მოკლული და სავარაუდო მკვლელი ნათესავები არიან

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში მცხოვრები მამაკაცის ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და შუბლის არეში 2 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მამაკაცი თ. დ-ია. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში გუშინ გადაასვენეს. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მოკლულის ნათესავია. წყაროს ინფორმაციით, სოფელში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. „მათ ადრე ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ […]

„ეს არის ჯადოსნური დრო, ჩამოწერეთ ფურცელზე სურვილები…“ – ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. „დღეს ახალმთვარეობაა, მაგრამ გვაქვს მშვენიერი ტრიმი მთვარეს და სატურნს შორის, რომელიც ამსუბუქებს დღევანდელ დღეს. დღეს გვაქვს უნარი გადავდგათ სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები, ეს დღე კარგია შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ასევე კარგია სურვილების ჩასაფიქრებლად – ახალმთვარეობამდე რამდენიმე წუთით ადრე 16:47წთ-დან 2 ნოემბრის 19:55 წთ-მდე ეს […]

ჩრდილოეთმა კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთმა კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც 86 წუთის განმავლობაში მიფრინავდა. ბალისტიკურმა რაკეტამ 7 000 კმ სიმაღლეს მიაღწია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება იყო შესაბამისი სამხედრო მოქმედება მტრების საპასუხოდ. შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ რაკეტის გაშვება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. სამხრეთი კორეა რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებას […]

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად

14 ადამიანი დაიღუპა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ავრცელებს. „იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება – დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით – ხუთი“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში. 2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის სადგურის შენობასთან, […]

რუსეთის პატრიარქმა კირილმა დაწერა წიგნი, რომელშიც ხალხს პუტინისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს

პატრიარქმა კირილმა დაწერა წიგნი, რომელშიც ხალხს პუტინისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს წიგნის სახელწოდებაა “წმიდა რუსეთისთვის: პატრიოტიზმი და რწმენა”. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური წერს, რომ პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ „სამშობლოსა და ხალხის სიყვარული“, არამედ ის „ქრისტიანული ფასეულობებიცაა“. პატრიარქი კირილი რუსეთს „მშვიდობისმოყვარე ქვეყანას“ უწოდებს, რომელიც „ეშმაკებისგან“ „თავისუფლების კუნძულად“ იქცევა. „სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ კაცობრიობას ომის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. […]

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე აღიარებს ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ვადიმ ერმოლენკო აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ბრალდებულმა აღიარა, რომ ის თამაშობდა ცენტრალური ფიგურის როლს კონტრაბანდულ სქემაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად, რაც გულისხმობდა სნაიპერული შაშხანებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდას“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკა ჰარლანდის განცხადებაში. […]

თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში, დადიანის ქუჩაზე მოხდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს სამუშაო ადგილზე, სილამაზის სალონში დაესხა თავს. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა. დაჭრილი ქალები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. […]

ვისტკაუსკასი: მოიხსენით ვარდისფერი სათვალე… მაგრამ განგრძობადი ჩიხია, თუ არა რეგრესი

მათთვის, ვინც ამბობს, რომ გაფართოების უახლესი ანგარიში “გვიჩვენებს პროგრესს” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი გულწრფელი რჩევაა – “მოიხსენით ვარდისფერი სათვალე” მისი წაკითხვისას. პროგრესი არაა, მაგრამ განგრძობადი ჩიხია, თუ არა რეგრესი.

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველ სამუშაო კვირაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: გასული კვირის შედეგები ასე ნაწილდება: “საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 7.71%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება […]