ევროპული ავიაკომპანიები ჩინელებთან კონკურენციაში მარცხდებიან. ისინი დახმარებას ბრიუსელს სთხოვენ

ევროპული ავიაკომპანიები, ნიდერლანდური KLM-ის ხელმძღვანელობით, ბრიუსელს ევროპა-აზიის მარშრუტებზე ჩინეთთან კონკურენციაში დახმარებას სთხოვენ. აზიური ავიაკომპანიების ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ავიახაზების. მათ შორის იმიტომ, რომ მათ რუსეთისთვის გვერდის ავლით ფრენა არ უწევთ. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული კომპანიებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ვინაიდან მოსკოვმაც ანალოგიური ზომები მიიღო, ამიტომ ევროკავშირის ავიაკომპანიებს რუსეთის გავლით ფრენა […]

კვარაცხელიას მატჩის დღე ბევრ საუბარზე, ჭორ-მართალსა და კრიტიკაზე მაღლა! – როცა თამაშზე კონცენტრირდები…

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი “ნაპოლი” რთული მატჩების სერიაში ჩაერთო და შუა კვირაშიც ითამაშა. ანტონიო კონტეს გუნდის მორიგი გამოწვევა “ატალანტაა” – “მარადონაზე” (54 726 მაყურებელი) დღეს, 3 ნოემბერს, 15:30 საათზე. ხვიჩა კვარაცხელიას “ატალანტასთან” დაპირისპირება წარმატებულია. გასულ სეზონში ბერგამოში პირველად ითამაშა და თავურით ანგარიში გახსნა. ეს იყო ნეაპოლში ვალტერ მაცარის დაბრუნება. 2023 წლის 11 მარტს გატანილი გოლი კი […]

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით “შორის” პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის “გამარჯვება” მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების […]

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს გუშინ ღამით Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანებები დაფიქსირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნა […]

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა, ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. „როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის, მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო, […]

მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები, უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან. „ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით, უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ […]

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ […]

ვალუტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ცვლიან აშშ დოლარში – TOP 10

საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე – ფორექსი – ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი ივაჭრება. აშშ დოლარი ვალუტის გაცვლის ტრანზაქციების 88%-ში მონაწილეობს და მსოფლიო სავალუტო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა საინტერესოა, რომელ ვალუტებს ცვლიან აშშ დოლარში ყველაზე ხშირად? Visual Capitalist სწორედ ამ რეიტინგის ვიზუალიზაციას აქვეყნებს, რომელიც New York Fed-ის 2024 წლის აპრილის ფორექსის ჩრდ. ამერიკის ანგარიშს ეფუძნება. ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, […]

პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ – ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია!

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ტარო დანიელს ორ სეტში 7:5, 6:4 სძლია. ნიკას ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. მან 3 ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა. ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ […]

იტალიაში, ტანსაცმლის ქურდობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ქურდობისთვის ძებნილი, 38 წლის ქართველი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ძვირად ღირებული ტანსაცმლის მოპარვა ედება ბრალად. დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა და ამ დრომდე ქართველზე ძებნა იყო გამოცხადებული. მას ამ ეტაპზე შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული.